Loading...
Close
21 აგვისტო 2019 03:22
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს უახლოეს დღეებში მოხდება
31 ივლისი 2019 22:09
შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს უახლოეს დღეებში მოხდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, დღეს ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაუფასურებულია 10 პროცენტით და ეს ტრენდი აუცილებლად შეიცვლება. მისივე განცხადებით, ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტადაა გაუფასურებული, რაც ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

“ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის შეფასებას, რომ ლარი დღეს ზედმეტადაა გაუფასურებული და ამას აქ წარმოდგენილი გრაფიკიც ადასტურებს, სადაც ჩანს გაცვლითი კურსი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. დინამიკა აჩვენებს რამდენადაა გამყარებული ან გაუფასურებული ლარი. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 10%-იანი გაუფასურება სავაჭრო პარტნიორებთან და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრენდი შეიცვლება. ლარი წამოვა ქვემოთ - ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ნებისმიერი ნეიტრალური, საშუალო დონის ექსპერტი, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის, ვერ მოიტანს ვერც ერთ მაგალითს ფისკალურ ან მონეტარულ პოლიტიკაში, რამაც ვალუტის გაუფასურებას ხელი შეუწყო.

“ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაითარგმნა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ასევე, ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა "იმედის" ეთერში.




მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ნათია თურნავა - ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას ორგანული საფუძველი არ გააჩნია
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი