Loading...
Close
21 აგვისტო 2019 03:15
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას ორგანული საფუძველი არ გააჩნია
31 ივლისი 2019 20:59
როგორც მოსალოდნელი იყო და ეს ოფიციალურმა სტატისტიკამაც ცხადყო, არ არსებობს რაიმე ორგანული, ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სიღრმისეული მიზეზი, რომელიც წლის პირველ 6 თვეში ლარის კურსზე ნეგატიურ როლს ითამაშებდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ლარის კურსთან მიმართებაში შექმნილი პრობლემები, ძირითადად გამოწვეულია ნეგატიური საინფორმაციო ფონით და გარკვეული სპეკულაციური მოლოდინებითა და განცხადებებით.

„ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს პოზიტიური ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი, ინფლაცია გეგმის ფარგლებში. მეორე მხრივ, გვაქვს პრობლემები, რომლებიც შეიქმნა ლარის კურსთან დაკავშირებით - აქ ცალსახად ვხედავთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ნეგატიური საინფორმაციო ფონი, სპეკულაციური განცხადებები. ზოგი ამას ნებსით აკეთებს, ზოგი - უნებლიედ და არის გარკვეული პანიკური განწყობების დათესვის მცდელობები. ძირითადად სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებს ლარის კურსზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები ხელოვნურია, არ არის სიღრმისეული და არ აქვს ორგანული მიზეზი. აქედან გამომდინარე, მინისტრის განცხადებით, ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას არანაირი ორგანული საფუძველი არ გააჩნია.

„ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ლარი დღეს ზედმეტად არის გაუფასურებული. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, ლარი არ უნდა იყოს ახლა ამ ნიშნულზე, რადგან ეკონომიკა არ იძლევა ამის საფუძველს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე მოხდება საინფორმაციო ფონის ნორმალიზაცია, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ყველა, მათ შორის, სხვადასხვა შინაარსის განცხადებების გაკეთებას, უფრო სწრაფად მივიღებთ პროცესების ნორმალიზებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეკონომიკური პარამეტრები სრულ საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსი უფრო ნორმალიზაციისკენ წავა. ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ამას ხელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ივანე მაჭავარიანი - შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს უახლოეს დღეებში მოხდება
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი