ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულ იქნა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია,- ამის შესახებ პროკურატურის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა "ინტერმედიას" შენობა.
„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებით და ქონების თვალთმაქცური ან/და მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან , მათ შორის შპს „ინტერმედია“ და შპს „ინტერმედია +“ გამოძიებისთვის საინტერესო დოკუმენტაციის და ინფორმაციის ამოღების თაობაზე. დღეს ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულ იქნა საწარმოების საბუღალტრო, საფინანანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია“,-აცხადებს გამომძიებელი ბექა კვიციანი.
კითხვაზე, „ინტერმედია“ და „ინტერმედია+“ შეიძლება თუ არა ნიკა გვარამიას თანამზრახველებად ჩაითვალონ და თუ იქნებიან მათი ხელმძღვანელებიც დაკითხვაზე დაბარებული, გამომძიებელი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს.
„ამ ეტაპზე გარკვეული კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღება დასრულებულია,ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ, არის რამდენიმე კომპანია და იქიდან ხდება დოკუმენტაციის ამოღება“,-აცხადებს კვიციანი.
კვიციანი ადასტურებს, რომ ამოღებულ დოკუმენტაციაში არის ფინანსური გადარიცხვებიც. გამომძიებლის თქმით, საუბარი არის 2013 წლიდან დღემდე განხორციელებულ ტრანზაქციებზე, თუმცა ის კონკრეტული ციფრებს არ ასახელებს.
გამომძიებლის თქმით, ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, მიმართავენ სასამართლოს და „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორი სასამართლოში დაიკითხება.
'მე გამოვალ, მაგრამ ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა, გარანტიას ვიძლევი!' - ნიკა გვარამია დაკავებას არ გამორიცხავს
პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე იბარებს
პაატა სალია - 'რუსთავი 2'-ის ფინანსური მდგომარეობა ვნახე და ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, როგორ არსებობდა საერთოდ კომპანია?!
ადვოკატი - ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო გადაწყვეტილებები და 'რუსთავი 2'-მა 40 მილიონამდე შემოსავალი დაკარგა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა