Loading...
Close
12 დეკემბერი 2019 17:15
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
'მე გამოვალ, მაგრამ ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა, გარანტიას ვიძლევი!' - ნიკა გვარამია დაკავებას არ გამორიცხავს
1 აგვისტო 2019 18:11
მე გამოვალ, მაგრამ ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა, ამის გარანტიას ვიძლევი - "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. გვარამია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყება ორი მიზეზით გააქტიურდა, პირველი არის ის, რომ მან ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა. მეორე მიზეზი, რომელსაც გვარამია მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას უკავშირებს, „რუსთავი2-ია".

გვარამია ამბობს, რომ კომპანიის ახალი მფლობელები შეძლებენ „რუსთავი2“ გაკოტრებულად გამოაცხადონ და ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე კომპანიაში რჩებიან გაათავისუფლონ.

„ეს ორ საკითხს უკავშირდება, რაც ხდება პირველი - პირადად ჩემს საკითხს, მე განცხადება გაკეთებული მაქვს, რომ ტელევიზიას ვაკეთებ და აუცილებლად გავაკეთებ "რუსთავი 2-ზე" ბევრად კარგ ტელევიზიას და ამ მთავრობისთვის ძალიან სერიოზულ კრიტიკულ პლატფორმას, ამ რეჟიმის წინააღმდეგ და მეორე საკითხია, რომ უბრალოდ "რუსთავი 2" ეშლებათ, ვერ არიგებენ ხელფასებს. კომპანია მიჰყავთ გაკოტრებისკენ და ეს მათ სურთ, სხვანაირად ვერ იშორებენ ჟურნალისტებს, რომლებიც დარჩნენ "რუსთავი 2-ის" და მართლაც გმირულად იბრძვიან, რასაც მივესალმები და განცვიფრებას და ძალიან დიდ აღფრთოვანებას გამოვხატავ, ამ გმირული და ურთულესი წინააღმდეგობის გამო, რასაც "კურიერი", "P.S." და საინფორმაციო სამსახური გადის, დღეს მტრულ გარემოცვაში. "რუსთავი 2-ს" რეალურად აკოტრებენ და სჭირდებათ მიზეზი ჩემში, რომ მე სადღაც ფული წავიღე და ამიტომ კოტრდება "რუსთავი 2".

აბსურდია, მე ფული არ მაქვს, წასაღები კი არა, მისატანი იყო "რუსთავი 2-ში" ფული, რომ კომპანიას ეარსება. კომპანია ყველა ვხედავდით, რომ არსებობდა. ეს არის ფეიკი საქმე, მოგონილი საქმე, ვინმე ნიჟარაძის მიერ, რომელიც ორი დღით ადრე შევიდა პროკურატურაში. ეს ნიჟარაძის საქმე გამოგორდა რამდენიმე თვით ადრე და იყო სპეციფიკურად შექმნილი და უკვე როგორც ვხედავ, სპეციფიკურად შექმნილი იყო, „რუსთავი 2-ის" წართმევის შემდეგ ამ ტიპის გაგრძელებისთვის.

რას მინდა დააკვირდეთ, ნიჟარაძის საქმე რომ გამოგორდა და მთავრობის მიერ შეიქმნა, მთავრობამ უკვე იცოდა, როგორ მთავრდებოდა "რუსთავი 2-ის" საქმე. ეს შეკითხვევები არის არა მხოლოდ მთავრობის მისამართით, არამედ სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებით. რატომ და საიდან იცოდა სასამართლოსგან ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ და უტყუარად იცოდა იმიტომ, რომ ნიჟარაძის ფეიკ პლატფორმა, რაც გაგრძელება დასჭირდებოდათ და როგორ უნდა ექნათ, იცოდნენ. ეს კითხვები კი ნამდვილად გაჩნდა დღეს. შემიძლია ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, ფინანსები და კეთილსინდისიერება არის ის საკითხი, სადაც არასდროს არაფერი შემშლია, ძალიან ცუდი გზა აირჩია მთავრობამ ამას ისევ სახელმწიფო გადატრიალება ჯობდა“, - ამბობს ნიკა გვარამია.




ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე და ის სასამართლოში დაიკითხება




დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე იბარებს
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი