Loading...
Close
16 ოქტომბერი 2019 17:00
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა
5 აგვისტო 2019 16:08
გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ვაჟა ბურჯანაძე გერმანიის ციხიდან გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულმა ქართველმა გაქცევა სხვა პატიმართან ერთად მოახერხა.

„გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა პატიმართან ერთად, გაიქცა საქართველოს მოქალაქე. მას გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გერმანიის ციხიდან გაქცეული, ვაჟა ბურჯანაძის ოჯახმა შვილის გერმანიის ციხიდან გაქცევის შესახებ ინფორმაცია "კურიერის" ეთერიდან შეიტყო. ბურჯანაძის ოჯახი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ვაჟა ბურჯანაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი გერმანიაში წასვლიდან ერთ თვეში უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა რას საქმიანობდა საზღვარგარეთ გაქცეული პატიმარი, ოჯახის წევრებისთვის უცნობია. 37 წლის მამაკაცის დედა ამბობს, რომ მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ისინი მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიიდან იგებენ.

„ახლა ვუყურე "კურიერს", არ ვიცოდი. წასული იყო და უნდა ჩამოსულიყო მალე, 25 დღეში, აღარ ჩამოვიდა და მოხდა ეს,“ - ამბობს ვაჟა ბურჯანაძის დედა.

ადგილობრივის მცხოვრებლების ნაწილი კი საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას, რომ ვაჟა ბურჯანაძე გერმანიაში დაპატიმრებული იყო და ის ციხიდან გაიქცა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი