Loading...
Close
15 ოქტომბერი 2019 05:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან
5 აგვისტო 2019 10:55
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საზოგადოების ნაწილის მიერ პატრიარქის 4 აგვისტოს ქადაგების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება. დეკანოზი აღნიშნავს, რომ პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან.

''საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ?
უახლესი ისტორიის დევნის პერიოდებში განა რაიმე სხვა სულით ებრძოდნენ ეკლესიას?

პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს.

წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. (იო.10.4)

მესამე პირები რატომ უნდა ერეოდნენ ამ ურთიერთობაში?

რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? მათ ხომ ეს ქადაგება პრინციპში არ ეხებათ? ისინი ისედაც ხომ არ გააჩენენ შვილს, რომ ერი გამრავლდეს? ისინი ხომ იმდენჯერ გაიკეთებენ აბორტს, რამდენჯერაც მიიჩნევენ, რომ არასასურველი შვილი უჩნდებათ? ეს ქადაგება მათ არ ეხებათ, და ეს მათ შესანიშნავად იციან. მაშ საიდანაა ეს აგრესია ადამიანის მიმართ, რომელიც საკუთარ სულიერ შვილს მიმართავს?

პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან.

საქმე იმაშია, რომ ყოველი მართალი სიტყვა ჩვენი მამხილებელია და ტკივილს იწვევს. უკეთეს შემთხვევაში ამ ტკივილმა ადამიანს სინანულისაკენ უნდა უწინამძღვროს. უარეს შემთხვევაში კი აგრესია უჩნდება და სურვილი, რომ ეს სიტყვა დაადუმოს.

სალომეამ ჰეროდიას დავალებით სწორედ ამიტომ არ მოითხოვა იოანე ნათლისმცემლის თავი ჰეროდესაგან, რომ ამხელდა იოანე ჰეროდიას უსჯულოებას?

და წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა (მკ. 6. 27-28)

ინებოს უფალმა მათი სულიერი სიმშვიდე სინანულითა და სიყვარულით", - წერს დეკანოზი.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა 4 აგვისტოს ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე იქადაგა.

„ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ მარიამ მაგდალინელის დღესასწაულს. დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე; იმ დროს, როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარსა და მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედათა შორის, ეს არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ერთობა, როგორ უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ; როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდი სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა.

ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი ღვთისა და სამშობლოს წინაშე.

ჩვენთან არს ღმერთი

ვაჯილდოებთ სასულიერო პირს, დეკანოზ რევაზ ოთარაშვილს. იგი ჯილდოვდება მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს!'' -
აღნიშნა ილია მეორემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი