Loading...
Close
20 აგვისტო 2019 09:15
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
9 აგვისტო 2019 09:00
საქართველომ და დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”სამწუხაროა, რომ ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს. იმის მაგივრად, რომ გამოეჩინათ ძალისხმევა წარსულის ტვირთის გადასალახად და ხელი შეეწყოთ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას, ოფიციალური თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები ახორციელებენ ანტირუსულ ისტერიას, რეგიონის იარაღით ავსებას და საქართველოს ნატო-სკენ უცერემონიოდ გაქაჩვას. ეს ყველაფერი ჩიხს ქმნის და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას.

რუსეთი ყველა ძალისხმევას იყენებს“ იმისათვის, რომ დაამყაროს დიალოგი და სრულფასოვანი მოლაპარაკებების პროცესი „საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამ პროცესში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მხარეს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ რეგიონში დამყარებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარონ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსკოვი აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ და ეხმარება მათ ფინანსურად, მათ შორის „საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში, რომელთა მიზანი სოციალ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.“

„რუსეთის პოლიტიკა აბსოლუტურად გამჭირვალეა და მისი მიზანია პარტნიორებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამყარება ნდობისა და ურთიერთგაგების გაზრდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: რუსეთის საგარეო უწყება - ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი