Loading...
Close
20 აგვისტო 2019 10:31
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება - ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო
9 აგვისტო 2019 09:02
ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო. ეს აშკარა ფაქტი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩვენ გვახსოვს 11 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ უხეშად დაარღვია ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ქართულმა ძალებმა ცხინვალში მასიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, ისინი ერთნაირად უტევდნენ სამხედრო ობიექტებსა და საცხოვრებელ კორპუსებს.

თავდასხმა განხორციელდა რუსი სამშვიდობოების ბანაკში, რის შედეგადად ათი რუსი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიღუპა. სულ დაიღუპა 48 რუსული ჯარი და დაშავდა - 162. ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო. ეს აშკარა ფაქტი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამოძიების საერთაშორისო კომისიის დასკვნაში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის ეგიდით, შვეიცარიის წარმომადგენლის ჰ. ტალიავინის ხელმძღვანელობით და რომელიც 2009 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა,” - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტმენტის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ, აფხაზეთის წინააღმდეგ მსგავსი მოქმედების მომზადებამ, რომელიც ამ ხალხის მიმართ „თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაციას წარმოადგენდა,“ ოსებსა და აფხაზებს არ დაუტოვა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ „თავიანთი უსაფრთხოება და არსებობის უფლება თვითგამორკვევის გზით, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ისე უზრუნველყოთ.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რა დროსაც მან გაეროს წესდების დებულებებითა და სხვა საერთაშორისო ფუნდამენტური დოკუმენტებით იხელმძღვანელა.

„შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ როგორც აფხაზეთი, ისე სამხრეთ ოსეთი შედგა როგორც სუვერენული სახელმწიფო. ორივე რესპუბლიკა ფლობს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტს, მათ შორის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად მუშაობის სისტემებს, აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას, ავითარებს ეროვნულ ეკონომიკას, კულტურას და აქტიურად არის დაკავებული სამართლებრივი საზოგადოების მშენებლობაში,” - ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი