Loading...
Close
20 აგვისტო 2019 10:13
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ექსპერტიზის დასკვნით, ირაკლი ოქრუაშვილის წარდგენილ დოკუმენტზე დატანილი ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის
9 აგვისტო 2019 12:35
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე დასკვნა გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, საბუთზე არსებული ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.

"გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.

აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:

ასო "შ"-ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი. მოძრაობის ფორმა ასო "ქ"-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.

მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო "ქ"-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,"-ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც რუსთავი 2 ავრცელებს.

ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ოქრუაშვილის პარტიის ერთერთი ლიდერი კოტე კემულარია ავრცელებს და ექსპერტიზის ბიუროს "გახარიას ბიუროს" უწოდებს. კემულარიას შეფასებით, ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი არის დაპატიმრებული - „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო“.

„ბოლოს და ბოლოს გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ არის ნახევარ გვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო ვ და ასო შ, თურმე თავის დახრილობით და რაღაც ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული დასკვნის გაკეთებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული. ძალიან მტკივნეულია ეს, ეს არის ამ ინსტიტუტის დასამარება, რომელსაც ერთად ვქმნიდით წლების განმავლობაში, ამ ექსპერტიზის ბიუროს, ვისი სახელიც ქვია, ლევან სამხარაული, ეს ახალგაზრდა კაცი ედგა სათავეში, ვთხოვდით ამერიკელებს და ევროპულებს, რომ ჩვენ გვქონოდა ეროვნული, საამაყო ბიურო და ის მართლაც იყოს საერთაშორისოდ აღიარებული და ძალიან ძლიერი რეგიონში. ამასაც ანგრევენ, ახლა სასამართლოს აყენებენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმიტომ, რომ მისთვის ეს დასკვნა სავალდებულო არ არის, სამი დასკვნა უდევთ იქ, მათ შორის, პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის და საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტის, რომელმაც ვ-ც ნახა და შ-ც და ყველა ის განსხვავება ნახა. ამით არაფერი არ მთავრდება, ეს ინსტიტუტებს აყენებს ძალიან დიდ დარტყმას, მაგრამ ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილ არის დაპატიმრებული- „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო და როდესაც მან გაუწია წინააღმდეგობა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს და იმისთვის, რომ ჟურნალისტების ხელში მოქცეულიყო საკუთრების ის წილები, რომელიც პრაქტიკულად დღეს ქიბარ ხალვაშს და ანუ ბიძინა ივანიშვილს უბრუნდება ისევ, ამის გამოა ის დაპატიმრებული“, - განაცხადა კემულარიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი