Loading...
Close
29 იანვარი 2020 09:57
H4CK3D BY GR1ZZLY FROM AtGhc.NeT
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმიაა
27 აგვისტო 2019 14:42
უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, მინდა შეგაშინოთ უზარმაზარი არმიაა ახალგაზრდების,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას. ძალიან დიდი ინტერესია, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმია, პროფესიონალები გვიერთებიან. გვიერთდება ის ხალხი, ვისაც უნდა სილაღე დაბრუნდეს და საფუძველი იმის, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა. იმ ადამიანებმა, რომელთა მშობლებმაც ბოლო კაპიკები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში ისწავლეს, დაბრუდნენ და ისეთი სპეციალობებით არიან მათ სახელმწიფო არათუ ყურადღებას აქცევს, საერთოდ არ სჭირდებათ. ზოგი კაფეს ხსნის და ზოგი - ბარს, ის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება“,- განაცხადა ხაზარაძემ.

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის და მამუკა ხაზარაძე აპირებენ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

“დღეიდან ვაპირებთ, ვამხილოთ ყველა ის სამსახური, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს გამოყენებით, რომელიც ჩვენი აზრით, გამოიყენება ამ სრულიად კრიმინალური ხასიათის ქმედებების განხორციელებაში. ჩვენ ვაპირებთ, გადავდგათ ნაბიჯები იმდაგვარად, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვა ჩვენს ან საერთაშორისო საზოგადოებაში ამ კონკრეტული საქმის მიზეზებთან და მის შინაარსთან მიმართებაში. ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საელჩოს, აქტიურად იყოს ჩართული მთლიანად ამ პროცესში, რადგან ყველაზე დიდი იარაღი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის სიმართლე და გამჭვირვალობა. უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან სასარგებლო იქნება, თუკი ჩვენი მეგობარი ქვეყნების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმ კრიმინალური და უსაფუძვლო ბრალდების შესწავლაში, რომელიც ჩვენ მიმართ იყო წარმოდგენილი, იმ შეთითხნილი საქმის არსში გაერკვევიან და თავიანთ დასკვნას დადებენ.

ძალიან პრინციპულია, არ შევხედოთ ამას, როგორც ერთ-ერთ რუტინულ საქმეს, არამედ შევხედოთ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს, რათა არ დავუშვათ პროკურატურის, სასამართლოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყენება პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნის ინსტრუმენტად და რათა გამოვრიცხოთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნები იყვნენ ჩართული ამ საქმეში ძალიან აქტიურად და ვაპირებთ, გადავდგათ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ჩვენი მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ უფრო აქტიურად ბრძოლა, რომ შეიცვალოს ქვეყანაში ეს რეალობა, რომელიც დღეს აქ არსებობს, რადგან ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და კლავს ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.



მამუკა ხაზარაძე - ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში და ვისაუბროთ ღიად

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბრიტანეთისგან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს - ბიზნესმენების განცხადება
მთავარი თემა

კონგრესმენების კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი