Loading...
Close
17 სექტემბერი 2019 06:34
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ავთანდილ წერეთელი - მე ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს, რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა
27 აგვისტო 2019 15:23
რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ, ჯაფარიძემ რა ჩემი საქმეა. მე ვასესხე ჩემს მეგობრებს ფული... აბსურდია, ვერ შემედავებიან, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი უნდა გაიმართოს. წერეთელი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს დილით მიმართა. საგამოძიებო უწყება წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ამასთან, გენერალური პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე აეკრძალოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა.

როგორც ტყეშელაშვილი განმარტავს, გირაოს ოდენობა 500 000 ლარი, ავთანდილ წერეთლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით განისაზღვრა.

"ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე. პროკურატურამ დღეს სასამართლოს მიმართა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე. გირაოს ოდრნობად პროკურატურა 500 000 ლარს ითხოვს. ასევე, ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ ავთანდილ წერეთელს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე. თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან გირაოს ოდენობა შემაკავებელი ხასიათის უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ავთანდილ წერეთლის მიმართ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, იგულისხმება იმ ფირმების დირექტორების და თანაპარტნიორების ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც საბოლოო ჯამში მოხდა ამ თანხების თაღლითურად დაუფლება. ასევე არის "თიბისი ბანკის" თანამშრომლების ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, საბანკო ამონაწერები, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი", -აცხადებს ტყეშელაშვილი.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ვატო წერეთელი - იწყება ახალი სერია, რომლის მიზანია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა
მთავარი თემა

ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
'ევრონიუსი' - გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის პოსტს კი ვახტანგ გომელაური დაიკავებს
'ქართულმა ოცნებამ' პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი