Loading...
Close
20 სექტემბერი 2019 05:14
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მსოფლიო
ბრაზილიის მთავრობა ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად 'დიდი შვიდეულის' ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარს ამბობს
27 აგვისტო 2019 10:30
ბრაზილიის მთავრობა აპირებს უარი თქვას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. უცნობია მიზეზი, რის გამოც ბრაზილიელი მაღალჩინოსნები უარს აცხადებენ ფინანსური დახმარების მიღებაზე.

„მადლობა, მაგრამ ეს რესურსი შესაძლოა უფრო მართებული იყოს ევროპაში ტყეების გაშენებისთვის“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძარს საერთაშორისო კრიზისი უწოდა და ბრაზილიის პრეზიდენტი საჭირო ზომების მიუღებლობაში დაადანაშაულა. ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პროგნოზირებადი ხანძრის თავიდან არიდებაც ვერ შეძლო, ამიტომაც იგი ბრაზილიას გაკვეთილს ვერ ჩაუტარებს.

ამას გარდა, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპისა და „დიდი შვიდიანის“ სხვა ელჩებს დაავალა, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შვებულება არ აიღონ, - ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს სანდო წყარომ განუცხადა, რომ ქვეყნის გადაწყვეტილება ამაზონის ტროპიკულ ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო გამოწვეულ გლობალურ შეშფოთებას უკავშირდება, რასაც ელჩებმა დიპლომატიური პასუხი უნდა გასცენ.

საელჩოებს უკვე დაევალათ, სოციალური მედიის გვერდებზე განათავსონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრები ამაზონის ტყეებში ყოველწლიურად ხდება და რომ წლევანდელი ხანძრები კონტროლს ექვემდებარება.

განკარგულება ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტო არაიუჟომ ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ გასცა. ის ელჩები, რომლებიც შვებულებაში უკვე იმყოფებიან, სამსახურში გამოიძახეს.

ამაზონის ტყის ხანძარი საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდიანის“ სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო. „დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
'მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი' - სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა ხაზარაძე - ზვიად რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი
ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი