Loading...
Close
29 იანვარი 2020 09:47
H4CK3D BY GR1ZZLY FROM AtGhc.NeT
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის 'პარლამენტი' - საქართველოს მიერ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტს წარმოადგენს
30 აგვისტო 2019 15:26
თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტი საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტია, რომელიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური ძალები არიან საქართველოს ხელისუფლებაში, აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის საქმიანობის უცვლელი შემადგენელი ნაწილია. აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მის პროვოკაციულ საქმიანობაში, უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ძირის გამოთხრაში. პროვოკაციები, რომლებიც არღვევენ სამხრთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, რომ ქართული მხარე მოწოდებულია თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს.

„ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი ერიკ ჰოგი… მოვლენებს არ გავასწროთ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ჩვენი პოზიცია იქნება ისეთი, რომელიც წაადგება ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენი პოლიციის საგუშაგო, ბლოკ პოსტის განთავსება ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მომენტისთვის“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.




სუს-ის წარმომადგენელი - შეხვედრის მონაწილეებს გავუზიარეთ პოზიცია პოლიციის საგუშაგოს მოწყობაზე - ჩვენი პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებული რჩება





​კახა ქემოკლიძე - ჩვენმა კოლეგებმა დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა ულტიმატუმის ენით საუბარი არ ყოფილა - ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღეს არ განხილულა





ვითარება ჩორჩანაში - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს





ქეთევან ციხელაშვილი - არავის ინტერესში არ შედის არანაირი ტიპის ესკალაცია





დავით ზალკალიანი - პარტნიორების მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა ვითარებიდან მშვიდად გამოვიდეთ


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კონგრესმენების კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი