Loading...
Close
17 სექტემბერი 2019 07:00
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
კონფლიქტები
კახა ქემოკლიძე - ჩვენმა კოლეგებმა დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა ულტიმატუმის ენით საუბარი არ ყოფილა - ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღეს არ განხილულა
30 აგვისტო 2019 16:51
ჩვენმა კოლეგებმა ცხინვალიდან შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ულტიმატუმთან და ზოგადადად ულტიმატუმის ენასთან დაკავშირებით ცხინვალიდან ჩვენმა კოლეგებმა დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია, პოზიტიურად გადადგმული ნაბიჯია და სწორი შეფასებაა. ჩვენ ამ პათოსს ვიზიარებთ.

საგუშაგოს ნაწილში, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავრობას და დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ კონსტრუქციულ ჭრილში თანამშრომლობა გაგრძელდეს.

ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღევანდელ ტექნიკურ შეხვედრაზე არ განხილულა. ჩვენ უბრალოდ დავაფიქსირეთ და კონსტრუქციულ ჭრილში გავცვალეთ ის მოსაზრებები, რომლებიც არის ცალსახად ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეხვედრაში მონაწილე ყველა წარმომადგენელი იზიარებს იმ პათოსს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ ჭრილში, ამისკენ კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი ის იქნება, რომ შემდეგ კვირაში შევიკრიბებით“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები უსაფრთხოებას იცავენ და შეშფოთების მიზეზი არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და არც ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებთ არ აქვთ.

„იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვეტყვი, რომ აბსოლუტურად ცხადია, არ აქვთ შეშფოთების მიზეზი. იმავეს გავუმეორებ იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული წნელისის ტერიტორიაზე. საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები არიან ღირსეული ოფიცრები, რომლებიც ადგილზე იცავენ უსაფრთხოებას, უსაფრთხოების გარემოს და არა პირიქით, არ აზიანებენ მას.

დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ არის გარკვეული, ერთგვარი შფოთვა მოსახლეობაში ამ პოსტთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ის კონკრეტული არგუმენტი წარმოვუდგინეთ, რომლებიც ამ შფოთს პირდაპირპროპორციულად აბათილებს. ეს არგუმენტი არის ის, რომ რეალურად საქართველოს პოლიციის თითოეული პოსტი ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს სრულყოფას და არა პირიქით“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ულტიმატუმი არ შეასრულა.




ანატოლი ბიბილოვი - არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!




ოსი ჩინოვნიკი - არანაირი ომი არ იქნება - საქართველო 'სამხრეთ ოსეთს' თავს მეტი აღარ დაესხმება





სუს-ის წარმომადგენელი - შეხვედრის მონაწილეებს გავუზიარეთ პოზიცია პოლიციის საგუშაგოს მოწყობაზე - ჩვენი პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებული რჩება





დე ფაქტო 'საგარეო უწყება' - კატეგორიულად მოვითხოვთ უკანონო სამუშაოების შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება





სოფო კილაძე - პრინციპულად არ შევასრულებთ რუსეთის უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს





'სამხრეთ ოსეთის' КГБ - ქართული მხარე არ წყვეტს რევანშისტული განცხადებების გაკეთებას - კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას






ვითარება ჩორჩანაში - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს





ე.წ. სამხრეთ ოსეთის 'პარლამენტი' - საქართველოს მიერ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტს წარმოადგენს






დავით ზალკალიანი - პარტნიორების მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა ვითარებიდან მშვიდად გამოვიდეთ





ქეთევან ციხელაშვილი - არავის ინტერესში არ შედის არანაირი ტიპის ესკალაცია


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
'ევრონიუსი' - გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის პოსტს კი ვახტანგ გომელაური დაიკავებს
'ქართულმა ოცნებამ' პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი