Loading...
Close
20 სექტემბერი 2019 05:47
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებიც 1 ლარად შეიძენენ
30 აგვისტო 2019 16:39
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები 1 ლარად შეიძენენ, - შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა.

პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა.

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.

იგივე შეღავათი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე სოციალურად დაუცველ, ასაკით პენსიონერ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე და ომის ვეტერანებზე. მედიკამენტების პროგრამით უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რომლებსაც წამლების 1 ლარად შეძენა შეუძლიათ.

„მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხები მოქალაქეებისთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან ტვირთს, რომლის შესამსუბუქებლად მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. მთავრობა მომავალშიც განაგრძობს მუშაობას, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
'მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი' - სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა ხაზარაძე - ზვიად რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი
ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი