Loading...
Close
20 სექტემბერი 2019 05:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ერი თუ არ შევრიგდით, პარტიებს რომ ვუყურებთ, გადაჩეხავენ საქართველოს - რუსეთს კიდევ ჩვენი დაყოფა უნდა
1 სექტემბერი 2019 18:31
ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეული ერი ვართ, ერთმანეთში მტრობა უნდა დავივიწყოთ, აუცილებლად გავძლიერდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რაც წაგვართვეს, - ამის შესახებ ბოდბის მონასტერში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

„რუსეთს არც აფხაზეთი სჭირდება და არც ცხინვალის რეგიონი, მაგრამ იმიტომ აკეთებენ ამას, რომ საქართველო ძლიერი არ იყოს. ჩვენ ხომ არ უნდა შევუწყოთ ხელი ამაში? - არ უნდა შევუწყოთ. მაგრამ ხშირად ვქადაგებ იმაზე, რომ აუცილებელია ჩვენი შერიგება. ჩვენ თუ არ შევრიგდით ერი, პარტიებს რომ ვუყურებთ, გადაჩეხავენ საქართველოს. რუსეთს კიდევ რა უნდა? - ჩვენი დაყოფა. ვისაც დაყოფა უნდა, ის ქართულ საქმეს ვერ გააკეთებს. ერთმანეთთან ჩასაფრებულები არ უნდა ვიყოთ.

მინდა ერთი რამ გითხრათ, რასაც პოლიტიკოსები მალავენ და ერთმანეთს საწინააღმდეგოდ იყენებენ ამას. მინდა მივმართო ხელისუფლებას, მივმართო წესიერ ისტორიკოსებს, რუსეთი არის იმპერია, ამიტომ არ გაგვიკვირდეს, რომ ჩვენ დაგვიპყროს ან ოკუპაციასთან ერთად ანექსიაც განახორციელოს. იმპერიაა და საზღვრებს უნდა ზრდიდეს. როცა არ ზრდის, მაშინ სიკვდილისკენ მიდის ასეთი იმპერია. კარგს არ ველოდოთ მათგან. სანამ ჩვენ ასე დაყოფილები ვიქნებით, ისინი ადამიანებად არ ჩაგვთვლიან.

ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეული ერი ვართ და ერთმანეთში მტრობა უნდა დავივიწყოთ, ერთმანეთის ჭამას თავი უნდა დავანებოთ აუცილებლად, გავძლიერდეთ, დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რაც წაგვართვეს. ასე თუ გაგრძელდა, შანსი არ არის დაბრუნების. ვინც დაკარდა ისინი განიკითხავებ ხელისუფლებას“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, „წინა ხელისუფლებაც გარეულმა თუ შიგნით ჩაბუდებულმა ადამიანებმა მოატყუეს“. „არ ვთვლი, რომ შეგნებულად გააკეთეს და ტერიტორიების დაკარგვა უნდოდათ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც.

„ჩვენს პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო, ახლა რომ იძახიან გადმოწიეს, გადმოწიესო, 20 პროცენტი რომ დაიკარგა, მე ჩავაბარე? კი, რუსეთი ამას ნებისმიერ ხელისუფლებასთან იზამდა. არც წინა ხელისუფლებას ვაბრალებ მაგას, არც გამსახურდიას და არც შევარდნაძეს, არც ამ ხელისუფლებას, ამით გვსჯიან, რომ არ ვუჯერებთ და თავისუფლება გვინდა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.



მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიერ


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
'მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი' - სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა ხაზარაძე - ზვიად რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი
ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი