Loading...
Close
20 სექტემბერი 2019 05:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს
2 სექტემბერი 2019 16:41
ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

''პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიის ოფისში მიმდინარეობდა, კონსპირაციის თეორიის ძებნა არ არის საჭირო'', - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

„ჩვენი ამოცანა იყო, რომ შეგვექმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, დაგვეწყო მისი დანერგვა და უზრუნველგვეყო მისი მდგრადობა. ეს გაკეთდა და შესაბამისად, გაზაფხულის ბოლო მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხის ინიცირება თავად გამეკეთებინა. თავიდან, როცა ჩემი მხრიდან იყო ეს საუბრები, რა თქმა უნდა, არ იყო თანხმობა. საბოლოო ჯამში, გუშინ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. ამაზე კონსულტაციები იყო პარტიის ოფისში და არსად სხვაგან. დღესაც იქნება ეს შეხვედრები და ხვალაც გაგრძელდება. ამიტომ, კონსპირაციის თეორიის ძებნა არ არის საჭირო, მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა ბახტაძემ.

რჩება თუ არა მინისტრთა კაბინეტში და ხომ არ არის მოსალოდნელი, ის განათლების მინისტრის პოსტზე იხილოს საზოგადოებამ, მამუკა ბახტაძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა, არა. მე ვიქნები ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. თუ ჩემი პირადი მოსაზრება გაინტერესებთ, ჩემი შინაგანი განწყობა ნადვილად არ არის, რომ მე აქტიური პოლიტიკით ვიყო დაკავებული. რა თქმა უნდა, ამავე დროს გუნდს თავის მოსაზრება აქვს, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ. მე, მინდა ხაზი მთავარს გავუსვა, რითაც დავიწყე - მე საჯარო პოლიტიკაში შემოვედი კონკრეტული მიზნითა და ამოცანით, რომლის რეალიზაციაც მოხდა. ვფიქრობ, ამაზე მე, დღეს საკმაოდ შინაარსობრივად და დეტალებში ვისაუბრე. შესაბამისად, მე, ნამდვილად არ განვიხილავ და ჩემი შინაგანი განწყობა არ არის ის, რომ ამ ეტაპზე, პოლიტიკაში აქტიურად ვიყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, რათქმა უნდა, გუნდს აქვს და მომავალშიც ექნება თავსი მოსაზრებები და ამ მოსაზრებებს მე, ყოველთვის პატივს ვცემ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამას გარდა, მან მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ განმარტება გააკეთა 20 ივნისის ღამეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოყენებული არ იქნებოდა.

„ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ასევე გავაგრძელებ სიარულს და მე ვივლი წელგამართული და თავაწეული იმიტომ, რომ მე რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და დარწმუნებული ვარ, გაჰყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რაც შეეხება იმ სიტყვებს, რაც ვთქვი აქციაზე - სიტუაცია იყო ერთმნიშვნელოვანი. 7 წელია, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და მოახდინა იმის დემონსტრირება, რა ღირებულებებით საუბრობს ის საზოგადოებასთან. როდესაც მე ეს სიტყვები ვთქვი, ბუნებრივია განწყობა იყო ასეთი და ეს განწყობა ერთი წამითაც არ შეცვლილა არასდროს, მაგრამ თქვენ ნახეთ ის კადრები, როგორ მიმდინარეობდა შტურმი პარლამენტის შენობაზე და პოლიცია, პასიური კორდონი ფაქტობრივად, ვეღარ ამაგრებდა და ვერ უწევდა წინაღმდეგობას შტურმს. მათ მოუწიათ ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც მე პირადად სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მამუკა ბახტაძე - თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულზე მქონდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან
მთავარი თემა

მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
'მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი' - სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა ხაზარაძე - ზვიად რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი
ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი