Loading...
Close
17 სექტემბერი 2019 06:17
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
'გარეთ კიდევ ბევრია?', 'არ ეზარებათ ლოდინი?' - რა ბედი ელით ახალბედა მასწავლებლებს, რომლებმაც კონკურსი წარმატებით გაიარეს
3 სექტემბერი 2019 14:34
ჟურნალისტი ნინი მოდრეკილაძე, რომელმაც მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა, სოციალური ქსელის გვერდზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ხარვეზებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავს.

''აქტუალურ თემას მინდა შევეხო - ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ უსამართლობას ვერ ვეგუები, ამიტომ აუცილებლად უნდა დავწერო რეალობა, თუ როგორ მიმდინარეობს მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი.

დავიწყებ იმით, რომ 6000-მდე პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა სკოლა ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ,რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ადგილი გათავისუფლდა და როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს,მათ ადგილზე ახალგაზრდა კადრები უნდა დასაქმდნენ, ანუ შანსი მიეცა როგორც გამოცდილ პედაგოგებს, ასევე მაძიებლებს, რომლებსაც პედაგოგიური განათლება აქვთ , ან რომლებმაც ჩააბარეს საგნის გამოცდა და ორი წლის ვადაში გაივლიან პედაგოგების მოსამზადებლ 60 კრედიტიან პროგრამას.

სამინისტროს ინიციატივა იდეალურია, თუმცა აღმოჩნდა, რომ თუ 6000-მა პედაგოგმა დატოვა სკოლა, დაახლოებით 550 ვაკანსია გამოცხადდა. ანუ რა მოხდა? მოქმედმა პედაგოგებმა გადაინაწილეს საათები და ახალი მასწავლებლების მიღება აღარ გახდა საჭირო.

გარდა ამისა, კონკურენცია არაჯანსაღია, რადგან მოქმედ პედაგოგს, რა თქმა უნდა, მეტი გამოცდილება ექნება, ვიდრე მაძიებელს. სკოლების უმრავლესობა კი სწორედ გამოცდილებას აქცევს ყურადღებას.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, მასწავლებლობის მსურველს სკოლები იბარებენ ერთსა და იმავე დროს, ამიტომ კანდიდატი იძულებულია, აირჩიოს ერთი სკოლა გასაუბრებისთვის და უარი თქვას, პირობითად, სხვა ოთხ სკოლაზე, რადგან ყველგან დაბარებულია 12 საათზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლობის მსურველი კარგავს შანსს სხვა სკოლებში.

პირადად ჩემი გამოცდილება მინდა გაგანდოთ, გლდანის რაიონის ერთ-ერთმა სკოლამ დაახლოებით 150 კანდიდატს მოგვწერა „მეილი“, რომ 1-2 სექტემბერს გაიმართებოდა გასაუბრება 12-დან 16 საათის ჩათვლით (არაორგანიზებულობა ამ შეტყობინებაშივე დავინახე, თუმცა მაინც წავედი). ადგილზე 14:00 საათზე მივედი (იქამდე სხვა სკოლის გასაუბრებაზე ვიყავი, პარალელურად კი ვიყავი დაბარებული დიდუბე-ჩუღურეთის ერთ-ერთ სკოლაში, რომელსაც ავუხსენი სიტუაცია, თუმცა გასაუბრების დრო ვერ შემიცვალა). 14:00 საათზე მისულებს კომისიამ გვთხოვა,რომ დავლოდებოდით ე.წ. სამასწავლებლოში. დავსხედით, ვისაუბრეთ, ლოდინი იმდენ ხანს მოგვიწია, გადაგვავიწყდა კიდეც, რატომ ვიყავით იქ. ალბათ 16:30 საათი იქნებოდა, კომისიის ერთ-ერთი წევრი რომ გამოვიდა და გვითხრა, დავიღალეთ, ხვალ მოდითო. ამ სიტყვებმა, რა თქმა უნდა, ყველა ააღელვა. კომისიის წევრი გვატყუებს, იმაზე მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე გვეგონაო, არადა შეტყობინება ვისაც მისწერეს თვითონ, მხოლოდ ისინი ვიყავით, ქუჩიდან არავინ შემოსულა. მათი შემოთავაზება გავაპროტესტეთ და იძულებული გახდნენ, გაეგრძელებინათ გასაუბრება, თუმცა ვაი ამ გასაუბრებას. კომისიის წევრები ყველა შემსვლელს ეკითხებოდნენ „აუ გარეთ კიდევ ბევრია?“, „არ ეზარებათ ლოდინი?“ „აუ წავიდნენ რა“, „დავიღალეთ, ცოდოები ვართ“, და რაც მთავარია, გასაუბრება იყო მხოლოდ სახელის და გვარის კითხვა, თუ ენაწყლიანი იყავი და რამეს ჩაამატებდი შენი სურვილით ხომ კარგი, თუ არა და არავის არაფერი აინტერესებდა. რა თქმა უნდა, მეგონა რომ მე ვერ დავაინტერესე კომისია და გასაუბრებიდან გამოსული სხვა კანდიდატებს გავესაუბრე, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ შესულები. აღმოჩნდა, რომ კომისიის წევრები მაძიებლებს გვეუბნებოდნენ, რომ დიპლომით პედაგოგი სჭირდებოდათ, დიპლომიან პედაგოგებს ეუბნებოდნენ, რომ მაძიებელი სჭირდებოდათ და ასე იშორებდნენ ყველას თავიდან. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მასწავლებლობის კანდიდატი წინასწარ იყო შერჩეული და ზედმეტად ფორმალური იყო ყველაფერი.

ასეთი „გასაოცარი გასაუბრება“ მხოლოდ ამ სკოლას არ ჰქონია. ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გამსაუბრებელი დაჟინებით მეკითხებოდა, რატომ არ გეშინია გაკვეთილზე შესვლაო. ავუხსენი, რომ დაახლოებით ოთხი წელი მანდატურად ვმუშაობდი, ამიტომ სკოლა და ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენდა, გარდა ამისა, ოჯახის თითქმის ყველა წევრი მასწავლებელი მყავს და ასე თუ ისე წარმოდგენა მაქვს, როგორი უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს მასწავლებელი. მიუხედავად ამისა, მოტივირებული ვარ, რომ რაც შეიძლება მეტი ვისწავლო ამ პროფესიაში, ამიტომ კომისიის წევრის კითხვაზე-რას იზამ, თუ რაიმე საკითხს თავს ვერ გაართმევო, ვუპასუხე რომ კოლეგებთან აზრს ვიკითხავდი, მოვისმენდი და პრაქტიკაში გადავიტანდი და იცით რა მიპასუხეს? ვის ეცლება შენთვისო (კოლეგიალურობის დონე კი უკვე აშკარა იყო). გარდა ამისა, მაძიებელს მომთხოვეს ეროვნული სასწავლო გეგმის სრულყოფილად ცოდნა, რომელიც თვითონ მოქმედმა პედაგოგებმა არ იციან.

თითზე ჩამოსათვლელი იყო სკოლები, რომლებიც მართლა დაინტერესებულნი იყვნენ ახალი კადრების შერჩევით და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ კომისიის წევრის სტატუსს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მჯერა, რომ ეს არ ყოფილა თქვენი ჩანაფიქრი, როდესაც განათლების სისტემაში რეფორმები გადაწყვიტეთ და ვიმედოვნებ,რომ დროულად გამოსწორდება ასეთი დამოკიდებულება მასწავლებლობის მსურველების მიმართ", - წერს ნინი მოდრეკილაძე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
'ევრონიუსი' - გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის პოსტს კი ვახტანგ გომელაური დაიკავებს
'ქართულმა ოცნებამ' პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი