Loading...
Close
17 სექტემბერი 2019 06:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ვახტანგ გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე - მას ჰქონდა ხელყუმბარა - არ ჰქონდა, უნდა აეფეთქებინა თუ არა - უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?
5 სექტემბერი 2019 17:40
როცა ვარ პოლიციელი, მაქვს იარაღი და ვხედავ, რომ ადამიანი მესვრის, უფლება მაქვს იარაღი ამოვიღო. სახელმწიფო აძლევს მას იარაღს და გამოყენების უფლებას, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს საკომიტეტო მოსმენის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისი განმარტებით, კანონით პოლიციელსაც და სპეცრაზმელსაც უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი, რისთვისაც მინისტრის ან ხელმძღვანელის პირდაპირი ბრძანება არ სჭირდება.

„ჩატარდა სპეცოპერაცია და კითხვას მე ასე შემოგიბრუნებთ - უკაცრავად, მაგრამ რატომაც არ მეკითხებით, ჩატაევის და მისი თანამზრახველები ვინც მოკლა, იმაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას? მაგაზე რატომ არ მეკითხებით? ეს არ არის საინტერესო? ყველა, ვინც იქ დაიღუპა, ვინც იყო ჩატაევის გვერდით, მათი ოჯახებიც საუბრობენ - ზოგი ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგიც გერმანიაში, რატომ არ მეკითხებით მაგაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ჩატაევის სიკვდილზე, თანმხლებ პირებთან ერთად - არ შეიძლება ასე. გავაიგივებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მათი ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ეს ადამიანი, ეს ბავშვი იყო ჩათრეული. მე ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მოტყუებით მიიყვანეს იქ.

რაც მოხდა იქ, ამას პროკურატურა იძიებს. მას ჰქონდა ხელყუმბარა - არ ჰქონდა ხელყუმბარა, უნდა აეფეთქებინა თუ არა - უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?! თუ იტყვიან, რომ ეს დამნაშავეა, ის დაისჯება და ჩაჯდება ციხეში, მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?!

ასევე, ერთი რაღაც მინდა ყველამ რომ იცოდეთ, არსებობს სისხლის სამართლის კანონი, იარაღის გამოყენების კანონი. როცა ვარ პატრულის თანამშრომელი, იგივე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი, მაქვს იარაღი- იქ მე არ ვეკითხები არც მინისტრს, არც ჩემს ხელმძღვანელს, შევდივარ ოთახში ტერორისტი იქნება ეს თუ კრიმინალი იქნება, როგორ უნდა გამოვიყენო. მე მაქვს ჩემი კანონი და უნდა გამოვიყენო იარაღი. მე ვწყვეტ იქ, ვესროლო თუ არ ვესროლო. იქ ჩემი თავის მინისტრიც მე ვარ, როცა შევდივარ სპეცოპერაციაზე, ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელიც და ყველაფერი. მე რომ გავისვრი იქ, მე უნდა ვაგო პასუხი სასამართლოსთან და არა ჩემმა მინისტრმა, ჩემმა დეპარტამენტის უფროსმა.

ახლა ყველა ვიღაცა რაღაცას დააშავებს და ყველა მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ პასუხი აიღოს - რატომ? ვკითხულობ. ელემენტარული თემაა - მას თავისი კანონი აქვს. კანონით სახელმწიფო აძლევს მას იარაღს და გამოყენების უფლებას და რატომ უნდა აგოს? ეს ინდივიდუალური ადამიანია. მე მაქვს ჩემი უფლება გამოვიყენო ან ხელი მოვაწერო, დავნიშნო თუ არ დავნიშნო. თუ არასწორად დავნიშნე ადამიანი, მომთხოვს პასუხს მე. ვიღაცამ იქ რამე გააფუჭა, ყოველ ვთქვათ ტყვიის გასროლაზე, მინისტრი გადავაყენოთ-გადმოვაყენოთ, ეს არასწორია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
'ევრონიუსი' - გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის პოსტს კი ვახტანგ გომელაური დაიკავებს
'ქართულმა ოცნებამ' პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი