Loading...
Close
17 სექტემბერი 2019 06:17
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ამხელა მშენებლობა არც ერთ სექტორში აქამდე არ განუხორციელებიათ
9 სექტემბერი 2019 13:00
დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ამხელა მშენებლობა არც ერთ სექტორში აქამდე არ განუხორციელებიათ

აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ეს არის კატასტროფა, - ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) აცხადებს. მისი თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის რაოდენობა 70-80 კაცამდეა გაზრდილი, ხოლო ყაზარმების აშენების შემდეგ ადგილზე მათი 300-მდე მესაზღვრე დადგება.

„მდგომარეობა უარესია. არაფერი გამოსწორებულა, არაფერი შეცვლილა. პირიქით, აზერბაიჯანელები აშენებენ ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ამიტომ ვამბობ, ეს ყველაფერი აბსურდია, რასაც ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ რაღაცას აგვარებენ და ვერ ვხვდები, რა უნდა მოაგვარონ. იმიტომ, რომ დღევანდელი პრემიერი შს მინისტრი იყო, მის კომპენტენციაში შედიოდა საზღვრის საკითხი, არაფერი მოგვარებულა. დღეს პრემიერია, რა უნდა მოაგვაროს? - ერთი კითხვაც არ დაუსვამთ პოლიტიკოსებს გარეჯთან მიმართებით. ამ სახელმწიფოს რა უნდა ეშველოს, არ ვიცი,“ - განაცხადა არქიმანდიტმა.

მისი თქმით, უდაბნოს მონასტრის ფერდზე, რომელიც ქართული მონასტერია და ჩვენს საზღვრებს გარეთ არასოდეს ყოფილა, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ენაზე დააწერეს: „სამშობლო შენთვის სიკვდილი, ჩემთვის პატივი არისო“.

„მონასტერი ხომ თხემზეა, ზედ წვერზე გაშენებული ეს ქვაბულები. აი, ამ ქვაბულების დაბლა, დაახლოებით 50-70 მეტრში, ფერდზე პატარა სწორი ადგილი მოძებნეს და თეთრად რაღაც დააწერეს აზერბაიჯანულად. მე რომ ვიკითხე, რას ნიშნავს ეს-მეთქი, მითხრეს - სამშობლო, შენთვის სიკვდილი, ჩემთვის პატივიაო.

აზერბაიჯანი არაფერს დათმობს იმხელა ფინანსებს ხარჯავს, დაახლოებით 18 კმ-დან დენი გამოიყვანეს. როგორ ფიქრობთ, 18 კმ-დან დენს რომ გამოიყვანს სახელმწიფო, ის ფიქრობს, რომ შეიძლება აქედან მე ხვალ წავიდეო?,“ - განაცხადა არქიმანდიტმა კირიონმა.

მისი თქმით განსხვავებით ქართული მხარისგან, აზერბაიჯანელებს გეგმა აქვთ და სწორედ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებენ, ხოლო საქართველოს შესაბამისი უწყებების პასუხები სტანდარტულია.

„პასუხები გენიალურია - ისინი დღედაღამ მუშაობენ. არ სძინავთ, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე არიან, იმიტომ, რომ საჭმელი მუშაობისგან არ ახსოვთ. შევხედავთ, კოსტიუმი აცვია, ჰალსტუხი უკეთია, სოლიდურად ჩაცმულია, სოლიდურად გვესაუბრება და გვაჯერებენ. ვიღაცა იჯერებს. ფაქტია, რომ ამ ზღაპრებსა და ტყუილებს საზოგადოება ამდენი ხანია იჯერებს,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
'ევრონიუსი' - გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის პოსტს კი ვახტანგ გომელაური დაიკავებს
'ქართულმა ოცნებამ' პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი