Loading...
Close
17 სექტემბერი 2019 06:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
დავით ზალკალიანი - როგორ შეიძლება, საქართველო მედიის არაპლურალიზმში დაადანაშაულო, როდესაც არავის ეზღუდება მედიამაუწყებლობა?
9 სექტემბერი 2019 19:11
როგორ შეიძლება, საქართველო მედიის არაპლურალიზმში დაადანაშაულო, როდესაც არავის ეზღუდება მედია მაუწყებლობა? - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვაზე, სადაც გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოზიციაა, თუმცა არის დიდი ნაწილი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც შეიძლება, განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. მეც არ ვიზიარებ იმას, რაც არის ამ არასამთავრობოების პოზიციაში გამოხატული, რადგანაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად აღიარებს ჩვენს რეფორმებს, თუნდაც მედია პლურალიზმის თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი და ეს ასახულია იმ საერთაშორისო რეიტინგებში, სადაც საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ზოგიერთ შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

როგორ შეიძლება, საქართველო მედიის არაპლურალიზმში დაადანაშაულო, როდესაც არავის ეზღუდება არანაირი მედიამაუწყებლობა? ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებიც აქ დგახართ, არც ერთი წუთით არ შეზღუდულა თქვენი უფლება. ძალიან კარგად გვახსოვს დრო, როდესაც საქართველოში სატელიტურ თეფშებს აყადაღებდნენ და იყო მედია, რომელიც იყო სრულად კონტროლირებადი ხელისუფლების მხრიდან. კარგი იქნებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მაშინაც გაეკეთებინათ განცხადება, როდესაც სრულად იყო ეს ყველაფერი მონოპოლიზირებული სახელმწიფოს მხრიდან. საერთოდ, მედია პლურალიზმზე არ მახსენდება საჯარო, ერთობლივი გამოსვლები, რა გამოსვლებსაც დღეს ვხედავთ არასამთავრობოების მხრიდან. უბრალოდ, არ ვიზიარებ მათ პოზიციას, რადგან რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და ამის დასტურია, რომ თქვენ ხართ აქ. თუ თქვენ მეტყვით, რომ თქვენს სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე სახის ზეწოლა იყო, მზად ვარ, გაგცეთ პასუხი, მაგრამ ეს ასე არ არის“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
მთავარი თემა

ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
'ევრონიუსი' - გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის პოსტს კი ვახტანგ გომელაური დაიკავებს
'ქართულმა ოცნებამ' პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი