Loading...
Close
21 ოქტომბერი 2019 01:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მარია ზახაროვა დასავლეთზე - ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში
12 სექტემბერი 2019 23:11
აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნები ადასტურებს, რომ „რესპუბლიკა“ შედგა როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით უცნაურ აგრესიულ რიტორიკას, რომელიც გვესმის დასავლელი ოფიციალური პირებისგან და დასავლური მედიისგან, რომელიც უკავშირდება სამხრეთ კავკასიაში არსებულ პრობლემებსა და რეალობებს. ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით, ამერიკელი კოლეგები განაგრძობენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დადანაშაულებას. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ამიერკავკასიაში, ყველაფერს პირიქით აკეთებენ რეგიონში დესტაბილიზაციისთვის. თუკი კონკრეტული ფაქტების შესახებ ვილაპარაკებთ, ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში. ამასთან, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამას ხსნიან ამ სახელმწიფოს და მთლიანად რეგიონის სტაბილურობით და საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ნატოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს ალიანსში მიღების გარანტიის შესახებ, სააკაშვილის რეჟიმმა აღიქვა როგორც პირდაპირი სიგნალი „სამხრეთ ოსეთში“ აგრესიისთვის, რამაც, საბოლოოდ, რეგიონში ცვლილებები გამოიწვია. ზახაროვას განცხადებით, ეს ცვლილებები იგნორირებულია დასავლელი ანალიტიკოსების და ოფიციალური პირების მიერ.

„რეალობა ასეთია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ეყრდნობიან რუსეთის მოკავშირულ დახმარებას და რომელიც მათი უსაფრთხოების გარანტია, ამაგრებენ თავის სახელმწიფოებრიობას. წარმატებით ავითარებენ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, საგარეო ვაჭრობას და საერთაშორისო კავშირებს. აფხაზეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ბოლო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2018 წელს 31 მილიარდი რუბლი შეადგინა.

გასულ წლებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შედგნენ, როგორც სუვერენული სახელმწიფოები. თუკი ჩვენი დასავლელ პარტნიორებს და მათ, ვინც მათ ინფორმაციულად ემსახურებიან, სურთ რეალური ვითარება გაიგონ ამ სახელმწიფოებში, შეუძლიათ მათ ეწვიონ. ამბობენ, სიმართლეს ფასი არ აქვსო, მაგრამ ამ შემთხვევაში აქვს. ეს ფასი ეკვივალენტურია იმ ბილეთისა, რომელიც შეიძლება შეიძინო და ჩახვიდე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და უბრალოდ გაესაუბრო ადამიანებს, ჰკითხო, რას ფიქრობენ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, როგორ აფასებენ საკუთარ რეალობას“, - განაცხადა ზახაროვამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი