Loading...
Close
21 ოქტომბერი 2019 01:15
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
12 სექტემბერი 2019 22:56
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა იყო ის დავა, რომელიც ბანკის წინააღმდეგ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა წამოიწყო. მისი თქმით, არსებობდა გარკვეული სქემა, რომლითაც ჩხარტიშვილი, კონკრეტული მოსამართლის ხელშეწყობით თანხებს იღებდა მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისგან. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია რას გულისხმობდა ივანიშვილი 100:0-ის მოგებაში.

„სიმართლე გითხრათ ეს 100:0 რა არის ვერ გავიგეთ, რადგან იქ არაფერი არ გვითამაშია არც კალათბურთი და არც სხვა რაღაც. ჩვენს მიმართ ჰქონდა პრეტენზია ჩხარტიშვილს, თემაზე, რომელიც დახურული იყო არჩევნებამდე. 3-4 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას აქვს პრეტენზია იმ თემაზე, რომელიც დახურული იყო იურიდიულად. ჩვენდა გასაოცრად მოითხოვა 30 მილიონი დოლარის პირველივე ინსტანციაში უზრუნველყოფის აღსრულება. ჩვენ რომ შევედით ამ თემაში, აღმოჩნდა, რომ მოსამართლე არის სხვა მსგავს თემებში. კერძოდ, ჩხარტიშვილს აქვს ბევრი დავა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან და ყველა ეს დავა ხვდება ერთ მოსამართლესთან. ეს არის ალგორითმი. წარმოუდგენელია ერთ მოსამართლესთან ყველა ბიზნესდავა ხვდებოდეს და ყველაფერი ასე სწრაფად წყდება. ჩვენმა იურისტებმა თქვეს, რომ ეს არის ძალიან საშიში რამ. იმ წამშივე დავინახეთ, რომ თანხის დაუფლებაზე იყო საქმე და შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი.

მე ვიყავი გერმანიაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე, როდესაც დამირეკა ივანიშვილმა. ამ საუბარს შეესწრო ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ვინაიდან ისეთ დროს დარეკა, რომ ვერ განვმარტოვდი. იყო საუბარი, რომ იქნებ გამოგვეტანა საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი. ბანკი ჩემი არ არის 100%-ით და არცერთ ბიზნესში არ ვყოფილვარ, სადაც 100% ჩემია და მამუკა წყვეტს. ამიტომ მე ძალიან გამიჭირდა ჩემი უცხოელი პარტნიორების დარწმუნება. გადავურეკე მათ და ვუთხარი რომ მოლაპარაკკების გზით მივყავართ. მქონდა ნდობა ამ კაცის და მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამის უკან სხვა რაღაც იდგა. გამოვიტანეთ საკონსტიტუციოდან სარჩელი იმ მოლოდინით რომ შეხვედრა შედგებოდა.

კიდევ კარგი რომ იქ დაგვხვდა შოთაძე. ამაზე მერე ვიფიქრე. რადგან ეს კაცი იურისტია, აკვირდებოდა ამ საუბარს და ბოლოს ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ ვერაფერს ვერ ხედავდა ის აქ საერთოდ საკამათოს და საერთოდ თემას ვერ ხედავდა. იქიდან ძალიან დამძიმებული გამოვედი, რადგან დავინახე ქვეყანაში როგორ წყდება საკითხები. მოქმედი პროკურორი შენთან ერთად არჩევს ვინ არის მართალი და მტყუანი?! ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციონალური მოწყობა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
მთავარი თემა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი