Loading...
Close
16 ნოემბერი 2019 03:31
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მდინარაძე ბოკერიას - კაცი რომ იქაჩები და მერე უკანა კარიდან გადიხარ, იქ დამთავრებულია ყველაფერი
17 სექტემბერი 2019 14:40
აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას, შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი; კაცი რომ იქაჩები რაღაცებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარეაძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას. მან ასევე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ წევრს სერგი კაპანაძეს:

„ბატონო სერგი, პირდაპირ თქვენთან გადმოვალ პასუხით, პრორუსულობა კი არა თქვენ ხართ პირდაპირ რუსული ძალა, იმიტომ, რომ მთელი თქვენი მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე.

აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას, შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი; კაცი რომ იქაჩები რაღაცებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი და ესეც ორმაგი სტანდარტია. ორმაგი სტანდარტია რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს, რომ კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს „ქართულ ოცნებასთან“. მეორე - დადარაჯებულები არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოსცდეს ომის თემაზე, რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ და მეორე მხრივ, „აპრავებენ“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ხმაშეწყობილად რეზოლუციის მხარდაჭერას, ომის შედეგებს, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ დაეკარგოს ტერიტორიები და „ქართულ ოცნებას“ შეეწყოს ხელი და ყველაზე საშინელ დანაშაულს თავისი ხელისუფლების და მმართველობის პერიოდში ჩადენილს, აქეთ ამისამართებენ. მესამე - ვითომ ეთანხმებით პარგმატულ პოლიტიკას და დასავლეთის მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ამ დროს, კვარტალში ერთხელ შემოაგდებთ ისეთ თემას, რომლის შედეგები, შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ქართული სახელმწიფოსთვის და არა ოკუპანტი ქვეყნისთვის. ემიჯნებით ვითომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ერთად მავნებლობთ ტყუილებით და ტყუილზე აგებული პიარ კამპანიით და სტრატეგიით.

გვარამია, თქვენი სულიერი ძმა მეორე შტოდან, პროდასავლურობაზე ლაპარაკობს და სამომავლო ბულინგს ეწევა 2020 წლისათვის და ამ დროს „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი მთავარი დამფინანსებლისგან იღებს დღეს დაფინანსებას და იმის ბაზაზე დღეს რაღაცებს აკეთებს. თქვენ გჭირდებათ ორმაგი სტანდარტები და ტყუილზე აგებული კამპანია, რომ რამენაირად მოატყუოთ საზოგადოება და არ ტყუვდება საზოგადოება, ყველა არჩევნებს მაინც აგებთ. 2020 წელში მიმსგავსებულ შედეგებს ვერ მიიღებთ, რაც მიიღეთ აქამდე. ამის გარანტიას გაძლევთ, რადგან ყველაფერს ექნება თავისი სახელი და პოლიტიკურად მართლა განადგურდებით იმიტომ, რომ იმსახურებთ და ხალხის სახელით გაკეთდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა მდინარაძემ.

ბოკერიას განცხადებით, ის მდინარაძეს მორალურ დისკომფორტს აქამდეც უქმნიდა და მომავალშიც შეუქმნის.

„ბატონო მამუკა, მე არსად წავსულვარ, მედია - ჩართვა მქონდა, აქ ვაპირებ ყოფნას. პოლიტიკურად ერთდროულად მსხვერპლიც და მოძალადეც ვერ იქნებით. მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო. გიმეორებთ, თქვენგან განსხვავებით, ჩემი მიზანი თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა და არა განადგურება. მორალურ დისკომფორტს გიქმნიდით და მომავალშიც შეგიქმნით,“ - მიმართა ბოკერიამ მდინარაძეს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას - დამიწყო ძველბიჭობა, ადრე გეძველბიჭა - ტუტუცი, ნაგავი!
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი