Loading...
Close
16 ნოემბერი 2019 02:28
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
შვეიცარიის ელჩი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე - ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები - გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება მას საქართველოსთვის
17 სექტემბერი 2019 16:11
ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები; გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება ამ სანქციებს საქართველოსთვის და გუშინ პარლამენტმა ამას მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში, პატრიკ ფრანცენმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა "ევროპული საქართველოს" ინიციატივაზე, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს.

"შვეიცარია დიალოგის ქვეყანაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ აწარმოებს დიალოგს. რა თქმა უნდა, პარტიებს შორის, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, უნდა შედგეს ამ თემებზე საუბარი. უმცირესობას და ნებისმიერ წარმომადგენლობას პარლამენტში აქვს საშუალება და უფლება, რომ წარმოადგინოს ინიციატივა. უმრავლესობას რა თქმა უნდა, აქვს უფლება, მოიწონოს ან დაიწუნოს ინიციატივა. გუშინ ვნახეთ, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მან არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას და თუ უმრავლესობა რომელიმე ინიციატივას მხარს არ უჭერს, ხალხმაც ამას უნდა სცეს პატივი. სანქციებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება ამ სანქციებს საქართველოსთვის და გუშინ პარლამენტმა ამას მხარი არ დაუჭირა", - განაცხადა ფრანცენმა.

“ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღება შესთავაზა.

დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი