Loading...
Close
15 ოქტომბერი 2019 06:07
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
Human Rights Watch-ის წარმომადგენელი - ყველა, ვინც 20 ივნისს რეზინის ტყვიებს იყენებდა, იძლევა თითქმის იდენტურ ჩვენებას, რომ თავს იცავდა - ეს აჩენს ეჭვებს, ხომ არ ხდება პასუხისმგებლობის გადატანა ყველაზე ქვედა რგოლზე
18 სექტემბერი 2019 16:40
ყველა, ვინც 20 ივნისს რეზინის ტყვიებს იყენებდა, იძლევა თითქმის იდენტურ ჩვენებას, რომ ისინი თავს იცავდნენ და იმ პირობებში იყენებდნენ რეზინის ტყვიებს - ეს აჩენს ეჭვებს, ხომ არ ხდება პასუხისმგებლობის გადატანა ყველაზე ქვედა რგოლზე“, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ, გიორგი გოგიამ სახალხო დამცველის მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან 20-21 ივნისის საქმის შემსწავლელი საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე ბურჯანაძემ საბჭოს პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მასალები ამოღებულია, თუმცა რამდენადაც ვიცი, ყველა მასალა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. 500-ზე მეტი ადამიანი იყო გამოკითხული. ძირითადი, რაც იკვეთება, არის, რომ ის ხალხი, ვინც იყენებდა რეზინის ტყვიებს, ყველა იძლევა თითქმის იდენტურ ჩვენებას, რომ ისინი თავს იცავდნენ და იმ პირობებში იყენებდნენ რეზინის ტყვიებს. ეს რა თქმა უნდა, აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, ეჭვებს, ხომ არ ხდება პასუხისმგებლობის გადატანა ყველაზე ქვედა რგოლზე. თუ ხდება, იმიტომაცაა ეს პრობლემური, რომ ამ ხალხის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან ისინი სპეციალურ აღჭურვილობაში იყვნენ. შესაბამისად, შეიძლება, ქვედა რგოლის პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაშიც კი ძნელი იყოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დადგენა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტო ამ მხრივ არ წავიდეს გამოძიება და დეტალურად იქნას შესწავლილი, რა მომენტში დადგა ასეთი რეზინის ტყვიების გამოყენების საჭიროება, რა მომენტში გახდა და თუ გახდა საერთოდ შეკრება არალეგალური, როგორ მოხდა მისი დაშლა. როგორც არსებული მასალიდან იკვეთება, აქეთკენ საერთოდ არ მიდის გამოძიება, არამედ მიდის იმისკენ, რომ ბრძანებაც კი არ იყო გაცემული რეზინის ტყვიების გამოყენების და თვითონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით მოქმედებდა თითოეული პირი, ვინც ისროდა ამ იარაღს. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს არ არის საქმის სრულყოფილი შესწავლა. ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს პასუხისმგებლობის გადატანა მხოლოდ ქვედა ზოლზე და მოხდეს იმ დღეს არსებული სიტუაციის სრულყოფილი შესწავლა“, - განაცხადა გოგიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი