Loading...
Close
22 ნოემბერი 2019 05:52
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე - ეს არ იყო განცხადება, რომელიც მიხაროდა, იმ სიტუაციიდან გამომდინარე მომიწია ამის გაკეთება
18 სექტემბერი 2019 13:55
მე და ჩემი მეგობრები ამ პროცესს სრულიად ვემიჯნებით და სრულიად პროტესტს ვუცხადებთ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

„მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომ ინსტიტუციონალურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება. ეს არის ნორმალური, ჰუმანური აქტი ინსტიტუციონალურად, თუმცა თუ ეს არის არაგამჭვირვალედ, ეს არის საზოგადოებისთვის გაუგებარი, აღმაშფოთებელი და ამდენი კითხვა ჩნდება. მე და ჩემი მეგობრები ამ პროცესს სრულიად ვემიჯნებით და სრულიად პროტესტს ვუცხადებთ. მოვითხოვ ძალიან ღრმა ახსნა-განმარტებას,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, თუ ნანობს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ რევანშის დრო არ არის, რაც საზოგადოებამ ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერად აღიქვა, ხაზარაძე აცხადებს:

„მინდა გითხრათ, რომ ჩემს განცხადებებში ვარ გულწრფელი. მზად ვარ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც გადამიდგამს, საზოგადოებას პასუხი ჩავაბარო. ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ეს არ იყო განცხადება, რომელიც ძალიან მიხაროდა. იმ სიტუაციიდან გამომდინარე ამ განცხადების გაკეთება მომიწია. იმის გამო, რომ დეპოზიტარების, ჩვენი დამფინანსებლების უცხოეთიდან, ჩვენი კლიენტების, ჩვენი გუნდის მდგომარეობა იყო საფრთხის წინაშე, ამიტომ ჩემს თავზე ავიღე ეს, თუმცა აქვე მინდა განვმარტო, რომ მე არ მომიწოდებია რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ. მე მოვუწოდე და ახლაც ყველას მოვუწოდებ, რომ რევანში საქართველოში უნდა დამთავრდეს. არჩევნები შეიძლება მოიგო, მაგრამ არჩევნები, რომ შემდეგ ვიღაც ციხეში ჩასვა, იგივე პროკურატურით , იგივე სასამართლო, რომელიც ხელიდან ხელში გადადის და არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში, დაუშვებელია.

სამწუხაროდ, ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს ის მდგომარეობა, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, წინა პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილ მართლმსაჯულების მახინჯ მანქანას პოლიტიკური რევანშისა და შურისძიებისთვის იყენებს,“ - აცხადებს ხაზარაძე.




ვანო ზარდიაშვილი - მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს 'გაუჩალიჩეს'


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: კახა კალაძე - ჩემთვის მიუღებელია შეწყალებაზე მიღებული გადაწყვეტილებები, საზოგადოების აღშფოთებას, რა თქმა უნდა, საფუძველი ჰქონდა
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი