Loading...
Close
16 ნოემბერი 2019 02:28
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
18 სექტემბერი 2019 13:15
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა.

„საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიასთან არაფერ კავშირშია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები პრაიმერის პრინციპით იქნებიან არჩეული“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ წევრები არიან:

1. ლანა გალდავა - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელოს" იურისტი;

2. ლევან ბოძაშვილი - უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი;

3. თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი;

4. კახა კოჟორიძე - იურისტი;

5. მედეა მეტრეველი - ფილოლოგი;

6. გიგა გუგუშვილი - მხატვარი, პროფესორი;

7. საბა ბუაძე - "სამოქალაქო მოძრაობის" წევრი;

8. გიგლა მიქაუტაძე - ეკონომისტი;

9. ქეთი ენუქიძე-ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი;

10. ელენე მელიქიშვილი - საგარეო პოლიტიკის მკვლევარი;

11. გია მორდეხაშვილი -ბიზნესმენი;

12. დავით გელაშვილი- ეკონომისტი;


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი პოლიტიკური პარტიის ლიდერები „პრაიმერის“ პრინციპით იქნებიან შერჩეულები.

„ჩვენ ყველა წევრს წარვადგენთ, რომლებიც შემოგვიერთდებიან და ეს წევრები იქნებიან ყველა სფეროს პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს ღირსეულად, სიყვარულით და მომავლის იმედით აკეთებენ. ეს არაფერ კავშირში არ არის პოლიტიკურ პარტიასთან. პოლიტიკური პარტიის დაფუძნება იქნება ცალკე. პოლიტიკური პარტიის ლიდერები იქნებიან არჩეული „პრაიმერის“ პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობასთან, თქვენთან ერთად წარვადგენთ და ავარჩევთ იმ ლიდერებს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს დამარცხებიდან გამარჯვების მიმართულებით. იყო სპეკულაციები თითქოს ჩვენ პირველ თორმეტს წარვადგენთ. არანაირი პირველი და 150-ე თორმეტი არ არსებობს. იქნება 12-12 ადამიანის წარდგენა, რომლებიც მოდიან თანასწორუფლებიანი პრინციპით, ჰორიზონტალური პრინციპით და თითოეული ადამიანი აქ შეასრულებს განსაკუთრებულ ფუნქციებს.

მოძრაობას არ გარდავქმნით პარტიად, რადგან მოძრაობა იქნება ის მაყურებელი, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელი და იმ პოლიტიკის მაკონტროლებელი, რომელიც აიღებს თავის თავზე ქვეყანაში გამარჯვებისკენ სიარულს.

ღრმად ვართ დარწმუნებული, თუ ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა სფეროს ადამიანმა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა. როცა ვსაუბრობთ პროფესიაზე, არ გეგონოთ, რომ ვსაუბრობ იმ ადმაიანებზე, ვისაც უმაღლესი აქვთ დამთავრებული. ვსაუბრობ იმაზე, ვინც სოფელშია და თავისი მეურნეობა აქვს, მაღალი კლასის შემდუღებელზე, იმაზე, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას - სტუნდენტია. ეს იქნება გაერთიანება. ჩვენ ვთვლით, რომ თუ ერთიანი მუხტი არ შეიკრა, თუ საზოგადოება არ გაერთიანდა ძირითადი იდეის გარშემო, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, გამარჯვებული და გამარჯვებული არა მარტო ერთი მიმართულებით, ერთი მიმართულება გამარჯვებას ვერ მოგვიტანს. საუბარია ყველა სფეროში რადიკალურ რეფორმებზე და ეს უნდა მოხდეს სწრაფად, ჩვენი ხელით და იმ ენერგიის გაერთიანებით, რომელიც ჩვენ ემიგრაციაში გვყავს და რომლებიც არიან საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ხაზარაძე - ძალიან ბევრი მანქანა დაგვყვება ბოლო დროს, ძალიან ბევრი კამერა გაჩნდა ყველა იმ ოფისში, სადაც ვიკრიბებით
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი