Loading...
Close
16 ნოემბერი 2019 03:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ვანო ზარდიაშვილი - მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს 'გაუჩალიჩეს'
18 სექტემბერი 2019 12:05
თუ სალომე ზურაბიშვილს ვიღაცამ "გაუჩალიჩა" ეს შეწყალებები, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი. მინდა მჯეროდეს, რომ მას "გაუჩალიჩეს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულებს.

"ჩემთვის ეს შეწყალებების თემა არის ძალიან მძიმე და საქართველოში შეწყალებებმა ყველა პრეზიდენტის პირობებში ძალიან მახინჯი პრაქტიკა მიიღო. წინა პრეზიდენტების პირობებში გავიხსენებ მარგველაშვილის მიერ ქორიძის შეწყალებას, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო მსჯავრდებული. ასევე, გავიხსენებ სააკაშვილის მიერ ეკა ბესელიას ძებნილი შვილის შეწყალებას, ესეც უპრეცედენტო შეწყალება იყო და ასევე, ახლა ქალბატონი სალომეს შეწყალებებიც. ამიტომ ამან ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო ყველა პრეზიდენტის პირობებში, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ნამდვილად არ აკმაყოფილებს. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირები და ჩემთვის ასევე, გაუგებარია სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებილი პირები. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მათ შორის როგორც "ქართული ოცნების" წევრისთვის, მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული ადამიანის შეწყალება. კითხვები არსებობს და თუ ქალბატონ სალომეს ეს ვიღაცამ მოუწყო, "გაუჩალიჩა", მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი. თუარადა, უნდა გაკეთდეს განმარტება, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. ჩემი აზრით, ასე ხელაღებით არ შეიძლება მსჯავრდებულების შეწყალება. მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს "გაუჩალიჩეს". ეს საკითხი მთლიანად ნეგატიურია, თუმცა ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ ყველა ერთად, პოზიციაც, ოპოზიციაც მზადყოფნას გამოხატავს, რომ დავიწყოთ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული,"- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი