Loading...
Close
15 ოქტომბერი 2019 05:59
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
19 სექტემბერი 2019 16:38
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა.

ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს. მისივე თქმით, არ არსებობს ოქრუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.

„პატიმრობა უნდა შეეცვალოს, გვაქვს ახალი გარემოებები. გთავაზობთ 500 000 ლარს გირაოს სახით, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა", - აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა, რომლის განცხადებითვე, ოქრუაშვილს თავდებში უდგება რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია..

პროკურატურის განმარტებით, ოქრუაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს, რადგან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.

რაც შეეხება ბრალდებულებს გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს, მოსამართლის კითხვაზე სცნობს, თუ არა თავს დამნაშავედ, ბრალდებულმა ჯავახიშვილმა უპასუხა, რომ თავს ნაწილობრივ სცნობს დამნაშავედ. ხოლო ბრალდებულმა თორნიკე დათაშვილმა კი აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ სრულად სცნობს.

ორივე ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის შეცვლითა და 5 000 - 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა. საბოლოო ჯამში, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი