Loading...
Close
19 ნოემბერი 2019 00:58
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
კრიმინალური პოლიციის უფროსი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმის დეტალებზე საუბრობს
19 სექტემბერი 2019 18:29
არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე შსს-მ გამსაღებელთა ჯგუფიც დააკავა. „პალიტრანიუსის“ ეთერში, „დღის თემა“ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ საქმის მასალებით და ფინანსურ ტრანზაქციებზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა საბავშვო პორნოგრაფიული მასალების რეალიზაცია მოახდინეს.

„გასაღების ბრალდებითაც დაკავებულია გარკვეული ჯგუფი. მათ აქვთ დახურული პლატფორმები, რომლებიც ასეთი ტიპის დანაშაულის და ასეთი მასალების გავრცელებისთვისაა შექმნილი. ანგარიშგებისთვის ისინი დახურულ ფინანსურ რესურსებს იყენებენ, კრიპტოვალუტის გამოყენებით ახდენდნენ ფინანსურ ტრანზაქციებს, რაც მიუთითებს იმას, რომ ნამდვილად მოხდა გარკვეული მასალების მხარეებს შორის გაცვლა, რის სანაცვლოდაც ფინანსური უკუგებაც ჰქონდათ დამნაშავეებს. საქმე გამოძიებაში აქვს კიბერდანაშაულთან ბრძოლის დანაყოფს და ჩვენი ტექნიკური ჯგუფი სრულადაა ჩართული, რათა ასეთი ტიპის დახურულ პლატფორმებზე წვდომა შეიზღუდოს. გარკვეული ინფორმაციები დავბლოკეთ უკვე საქართველოს ინტერნეტ სივრცეში. შესწავლილი გვყავს ის წრე, სადაც პოტენციურად შესაძლებელია ასეთი ტიპის ინფორმაციის დაგენერირება და საერთაშორისო პარტნიორები საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან იმ პროცესს, რომ არ მოხდეს მთავარი რამ, ამ ბავშვების ვიდეო მასალის თუ ფოტოების საჯარო წყაროებზე დაშვება და წვდომა. ნებისმიერი საშუალება იქნება გამოყენებული მათი ბლოკირებისთვის.

გამოძიების პროცესში ჩავრთეთ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. ეს ხალხი დღესაც აგრძელებს ამ ბავშვებთან მუშაობას. ბავშვების ნაწილის დისტანცირება მოვახდინეთ მშობლებისგან და იმ სახიფათო წრიდან, სადაც ისინი შეიძლება გარკვეული საფრთხის წინაშე ყოფილიყვნენ და ამ კუთხით გრძელდება მუშაობა, რათა ბავშვების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა ჭელიძემ.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების წარსულს, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამერიკულ და ავსტრალიურ მხარესთან მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა, მათი წარსული საქმიანობის თაობაზე.

„ამერიკის და ავსტრალიის მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და ნაქირავებ ბინაში, სპეციალურად მოწყობილ სტუდიაში ახორციელებდნენ საქმიანობას. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანები საკმაოდ დიდი ხანია აკეთებდნენ ამას, რამდენიმე თვეზეა საუბარი. პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში ასევე ვიღებთ ინფორმაციას, მათი წარსულის და მათი წარსული საქმიანობის შესახებ. გამოძიების მთავარი საგანი არის ის, რომ დღეს გავარკვიოთ და გამოძიებას ჰქონდეს სრული სურათი საქართველოში ჩამოსვლამდე და დაკავების დღემდე რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები ისინი“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: თბილისში არასრულწლოვნების პორნოგრაფიას იღებდნენ - დაკავებულია 11 პირი, მათ შორის ბავშვების მშობლები
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი