Loading...
Close
16 ნოემბერი 2019 02:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
20 სექტემბერი 2019 22:09
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია "სირცხვილია" დასრულდა. საპროტესტო აქცია პარლამენტთან 93 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი საპროტესტო აქტივობებს არ შეწყვეტენ, სამთავრობო უწყებებთან პერიოდულად შეიკრიბებიან და ასე გააპროტესტებენ "ქართული ოცნების"მმართველობას.

აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, პერმანენტული აქცია პარლამენტთან აღარ გაიმართება. მათი განმარტებით, სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალებს შესაბამის ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ. მათი განცხადებით, 3 თვის განმავლობაში ჩატარებული აქციით ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს იმ მხრივ, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.

ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს მანიფესტი და სამოქმედო გეგმა გააცნო.

''აქ შეკრებილი საზოგადოება ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა.

შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა ჯგუფებს, რომელიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს. იურიდიულ მხარდაჭერას გაუწევს „გავრილოვის ღამით“ დაზარალებულებს. შევქმნით სწრაფი რეაგირების ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს და ყველა ადამიანს, ვინც რეპრესირებულია სახელმწიფოს მიერ. შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომლებიც დაამარცხებენ ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიებს. შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს. დაიწყება ფართომასშტაბიანი კამპანია, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

20 ივნისს ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა „განსხვავებულები გაერთიანა“, მაგრამ ხელისუფლებამ სამშობლოს ერთგული ხალხის პროტესტს ძალადობით უპასუხა. ჩვენ ამას არ ვპატიობთ. დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, თქვენ გქონდათ შანსი, შეგესმინათ საზოგადოების მოთხოვნები და აგეღოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე, თუმცა, ამის ნაცვლად, თქვენ ღიად დაუპირისპირდით ხალხის ნებას. თქვენ დააწინაურეთ შს მინისტრი, რომელიც დამნაშავე იყო ხალხის წინაშე და ქვეყნის პირველ პირად გაასაღეთ იგი. ჩვენ არც ამას გპატიობთ. ჩვენთვის მიუღებელია ერთპიროვნული, ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მიიტაცა ყველა სახელისუფლებო შტო.

ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები, ექიმები, რომლებსაც ანდობთ ჯანმრთელობას, იურისტები, რომლებსაც ანდობთ სიმართლეს, ჟურნალისტები, რომლებსაც ანდობთ სათქმელს, პოლიციელები, რომლებსაც ანდობთ უსაფრთხოებას, მასწავლებლები, რომლებსაც ანდობთ შვილებს, ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, მაღაროელები, ყველა ვისი მშვიდოაბიანი პროტესტიც 3 თვეა გრძლდება და როცა ერთად ვდგავართ, ჩვენ ვცვლით მომავალს უკეთესობისკენ,“- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი