Loading...
Close
11 დეკემბერი 2019 07:19
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
6 ოქტომბერი 2019 16:22
''ილია ჯიშკარიანი არ აღიარებს ბრალს და ჰყვება, რომ თამთა დაწინაურებას ითხოვდაო. როგორ უნდა მოეთხოვა ბავშვს დაწინაურება, როცა დეპუტატი ის იყო და დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?! სად უნდა დაწინაურებულიყო, ვერ გავიგე", - განაცხადა საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის დედამ, ხათუნა ოქროპირიძემ.

დღეს პოლიციაში თამთა თოდაძე მეორედ გამოიკითხა. ასევე, სამართალდამცველებს ჩვენება მისცა თოდაძის დედამ, ხათუნა ოქროპირიძემ.

საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის დედამ, ხათუნა ოქროპირიძემ პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა:

''მომხდარიდან მეორე საღამოს, ჩემთან ილია ჯიშკარიანის მეგობარი, მამუკა ფეიქრიშვილი მოვიდა, რომელმაც გაჩუმების სანაცვლოდ, მორიგება მთხოვა", - განაცხადა თოდაძის დედამ.

მისი თქმით, მამუკა ფეიქრიშვილი მასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ილია ჯიშკარიანი გავლენიანი ადამიანია და მასთან დავით ვერაფერს გახდებოდნენ.

"მოვიდა ჩემი მეზობელი, რომელსაც, რაც მანდ ვცხოვრობ, ვიცნობ. არის ილია ჯიშკარიანის მეგობარი. ერთი თაობაა. ალბათ, ერთ უბანში არიან გაზრდილები. თვითონ ილია ჯიშკარიანიც მეზობელია. გზის იქით ის ცხოვრობს და გზის მეორე მხარეს ჩვენ. ასეთი ამბავი გავიგე, მართალიაო?! დავუდასტურე. მან თქვა, რომ ჯერ არ მინახავს ილიაო, მაგრამ მე მივხვდი, ისეთი შეკითხვა დამისვა, რომ ნანახი ჰყავდა. თქვა, რომ ის ამბობს, თვითონ დაამტვრია პრინტერიო. მე ვუთხარი გამორიცხულია მსგავსი ფაქტის მოგონება-მეთქი. 2 შვილი გყავს, გოგონა და თქვენს შვილს რომ ასეთი რამე გაუკეთონ, როგორ მოგეწონება-მეთქი და ხელები ამიწევიაო. მითხრა, ახლა წავალ, ვნახავ მას და დილის 11 საათამდე ამოვალ და გნახავო. დილას მართლა ამოვიდა და გარიგებაზე არ ყოფილა ლაპარაკი. მხოლოდ ასე მითხრა, რომ გავლენიანია, მაგასთან ვერაფერს ვერ გავხდები და იქნებ მოვრიგებულიყავით, მაგრამ კონკრეტულად რაზე, არ ყოფილა ლაპარაკი. მორიგება ნიშნავს გაჩუმებას. მაინც ვერაფერს გახდებით და იქნებ დაგელაპარაკათო. ეს იყო მისი სათქმელი.

დასტურდება ფაქტი, კამერები ამოღებულიაო, როგორც მითხრა გამომძიებელმა. პროკურატურა რას ამბობს-მეთქი და თავს იკავებს, რაღაცას ელოდებაო და არ ვიცი რას. კამერებში ჩანს, როგორ გამოდის ჩემი შვილი ოფისიდან“, - განაცხადა ხათუნა ოქროპირიძემ.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.



საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე 'ნიუ ჰოსპიტალსში' რჩება




თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანზე - უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო, იმ დღესვე გამოკითხავდნენ




კახა კალაძე - წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა... - თუ დადასტურდა, რომ ილია ჯიშკარიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი