Loading...
Close
21 ოქტომბერი 2019 01:26
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
კახა კალაძე - წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა... - თუ დადასტურდა, რომ ილია ჯიშკარიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის
5 ოქტომბერი 2019 17:37
„თუ დადასტურდა, რომ ილია ჯიშკარიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. ამ ადამიანს ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები, სჭირდება გამოძიება. შეიძლება ეს იყოს ტყუილი, შეიძლება ეს იყოს მართალი, ამიტომ საჭიროებს გამოძიებას. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, არ აქვს მნიშვნელობა საკრებულოს წევრია თუ თანამდებობის პირია, არ აქვს მნიშვნელობა დანაშაულზე აგებს პასუხს. თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის",- განაცხადა კალაძემ.

კომენტარის გაკეთებისას კახა კალაძემ იხუმრა და განაცხადა, რომ მისი ოპერატორიც არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ამას დადასტურება სჭირდება.

"პერტაია, ჩემი ოპერატორი რამდენჯერმე იყო ძალადობის მსხვერპლი",- განაცხადა კალაძემ.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.




თამთა თოდაძის დედა - ილია ჯიშკარიანი არ აღიარებს ბრალს და ჰყვება, რომ თამთა დაწინაურებას ითხოვდაო




თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანზე - უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო, იმ დღესვე გამოკითხავდნენ




თამარ ჩუგოშვილი სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე - სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი