Loading...
Close
21 ნოემბერი 2019 02:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
5 ოქტომბერი 2019 15:00
ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო. ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსულმა „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ განუცხადა.

„დავინტერესდი, თუ რატომ უნდა მომეწერა ხელი და მითხრეს, რომ ყველას მოაწერინეს, ვიანიდან თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ საქმის მასალები კონფიდენციალური დარჩენილიყო. საქმე ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში ჩემთან კითხვები ჰქონდათ. რომ გითხრათ, რომ ბევრი რამე ვუთხარი, ვერა, რადგან სულ რამდენიმე კითხვა იყო. კითხვები ეხებოდა, რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანებზე ბონუსებს და მარტივად ვუპასუხე: იმ პრინციპით, ვინ რამდენი რეიტინგის აკუმლირებას ახდენდა არხისთვის.

დღევანდელი პროცესიდანაც და ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესებიდან ერთი განცდა მრჩება - ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე. ეს ძალიან ცუდი იქნება. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, თუ ნიკას დაიჭერენ, „მთავარი არხის" მაუწყებლობას გააჩერებენ. ეს ასე არ მოხდება. ეს ნიკას თავიდანვე აქვს ნათქვამი, რომ ამ არხზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ერთი წუთიც არ გააჩერებენ „მთავარის" მაუწყებლობას. „მთავარი" კიდევ უფრო გაძლიერდება და გახდება კიდევ უფრო გავლენიანი.

იმედი მაქვს, ამ ხელისუფლებაში დარჩენილი არიან ადამიანები, რომელთაც ოდნავ საღი აზრი შემორჩათ და აცნობიერებენ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ხელისუფლების გავლენებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაკავება. როცა ერთ კარს კეტავ, იმ მოტივაციით, რომ ეთერში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აღარ გაჟღერდეს, გაიხსნება სხვა კარი“, - განაცხადა მელაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი