Loading...
Close
21 ოქტომბერი 2019 02:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
კვლევის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კორუფციისაგან თავისუფლებით ევროპაში მე-13 ადგილზეა
9 ოქტომბერი 2019 17:11
საფრანგეთის კვლევის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კორუფციისაგან თავისუფლებით ევროპაში მე-13 ადგილზეა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

1-ელ ოქტომბერს, მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო კორუფციის კონტროლის მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში გამწესდა.

უწყების ინფორმაციით, კორუფციის კონტროლის შეფასებისას, მსოფლიო ბანკი 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას დაეყრდნო, რომელთა შორის აღსანიშნავია საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს და საფრანგეთის განვითრების სააგენტოს ერთობრივი სპეციალური ექსპერტული გამოკვლევა (Institutional Profiles Database (IPD) ინსტიტუციური პროფილების მონაცემთა ბაზა.

კვლევა, რომელიც “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს აღმასრულებელი ხელისუფლების კორუფციისაგან თავისუფლების დონე სამ პრობლემატურ საკითხთან მიმართებით: კორუფცია ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის; კორუფცია ადმინისტრაციასა და უცხოურ ბიზნესს შორის და წვრილმანი კორუფცია ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის.

შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 75% მიიღო, მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეცამეტე პოზიციაზე მოხვდა.

საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ირლანდია შვეიცარია, ჰონგ კონგი, სლოვენია, კვიპროსი, ჩეხეთი, პორტუგალია, პოლონეტი, მალტა, ხორვატია, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, და ა.შ. ამასთან, საქართველო რეიტინგში გაუთანაბრდა ლიეტუვას და იაპონიას.

მთლიანობაში ინსტიტუციური პროფილების მონაცემთა ბაზაში მოცემულია მრავალი ინდიკატორი 100+ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის ინსტიტუციური მახასიათებლების შესახებ.

ეს სპეციალური გამოკვლევა ხორციელდება საფრანგეთის ეკონომიკის, ინდუსტრიისა და დასაქმების სამინისტროს, აგრეთვე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ექსპერტების ჩართულობით და ამ ორივე უწყების სტაფის მონაწილეობით.

თავის მხრივ, გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს -1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი