Loading...
Close
11 დეკემბერი 2019 11:47
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
9 ოქტომბერი 2019 16:38
მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია, როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ ჩემს უკან არ არის არც ერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო და ა.შ., - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის კითხვის პასუხად განაცხადა.

შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ ის საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის უკომპრომისო იყო.

„ძალიან ბევრი ვერ ბედავდა იმას, რასაც მე ვბედავდი იმ პერიოდში, როცა სახელმწიფო მანქანა მუშაობდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. იმ პერიოდში სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი. მე პროფესიულ ნაწილში საკმაოდ დიდი გამბედაობები მაქვს გამოჩენილი.

არასდროს ვერიდებოდი საკუთარი აზრის გამოთქმას არც საპარლამენტო მდივნის და არც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის განმავლობაში. უკომპრომისოდ ვახორციელებდი საქმიანობას მიუხედავად იმისა, მოსწონდა თუ არა ეს პარლამენტის იმჟამინდელ შემადგენლობას და ასეთივე უკომპრომისო ვიყავი მთავრობის ადმინისტრაციაშიც და პროკურატურაშიც.

ერთი რამ მხიბლავს, წელიწადნახევრის გენერალურ პროკურორს მელაპარაკებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერ იგონებს ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა შემთხვევას, როცა გენპროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა. არ არსებობს ვინმე ამ დარბაზში, რომელიც ჩემს საქმიანობაზე იტყვის, რომ ან პოლიტიკური ნიშნით ვახორციელებდი დევნას.

პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დღეს მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა კანონის უზენაესობის პრინციპს გადაუხვია. შეიძლება არ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანურად ეს არის ძალიან დიდი სიმძიმე ჩემთვის, როდესაც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილებებს ვიღებ უკომპრომისოდ. არ არსებობს თემა კვალიფიკაციის ნაწილთან ან ბრალის, ღამე ქონებების გადაფორმების, ჩემი ძმაკაცების წილების გაფორმების. ესეთი თემები რომ არ არსებობს, ეს მე მგონი საკმაოდ დასაფიქრებელია იმ ადამიანების მიმართ, რომლების ასეთი არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მეთოდით ჩემს დიპლომზე ლაპარაკობენ. ამიტომ მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია, როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ ჩემს უკან არ არის არც ერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო და ა.შ. იგივე ნაირად ვაპირებ გავაგრძელო საქმიანობა სასამართლო სისტემაში და ეს იქნება ის გარანტია, რომელიც 18 წელი მე ჩემი საქმიანობით დავამტკიცე“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ პროკურატურა არ არის ის უწყება, რომლის საქმიანობაც ყველასთვის მოსაწონია.

„მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც მე გენერალური პროკურორი გავხდი და ის მდგომარეობა, რაც მაშინ პროკურატურაში იყო. მთავარი პრობლემა - ეს არის გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე პროკურატურაში. ამ მიმართულებით შევქმენი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროკურორებმა ადგილებზე შეძლონ გადაწყვეტილების მიღება, ზემდგომის, ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის, ჩარევის გარეშე. ამ ფორმატის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია შევიმუშავეთ.

ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ეს იყო განათლების სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფდა თითოეული პროკურორის კარიერის დაგეგმვას, მათ დაწინაურებას და სოციალურ უზრუნველყოფას. პროკურატურაში გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ იმ ფონზე, როდესაც 200 ათასამდე მიმდინარე საქმეა. ჩემი გენპროკურორობის მანძილზე ყველა გახმაურებულ საქმეზე მაქსიმალურად ვეცადე და ახლაც ვცდილობ, რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. ხშირად ვისმენ კრიტიკას, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. პროკურატურა ეს არ არის უწყება, რომლის საქმიანობაც ყველასთვის მოსაწონია“, - აღნიშნა თადუმაძემ.

დეპუტატ დავით მათიკაშვილის კითხვაზე, რა უშლის ხელს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას, შავლა თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურაში ამ მიმართულებით თავდაჯერებულობის ნაკლებობაა.

„შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებას, ერთი მხრივ, ხელს უშლის თავდაჯერებულობის ნაკლებობა პროკურატურაში, როდესაც პროკურორი ფიქრობს თითოეული ნაბიჯი უფროსს უნდა შეუთანხმოს. მეორე მხრივ, განათლების ნაწილში საკმაოდ სერიოზული მიმართულებები, რათა ტრეინინგები არ ყოფილიყო ტრენინგებისთვის, ტრეინინგები ყოფილიყო შეფასებისთვის და ეს შეფასება ყოფილიყო შემდგომ კარიერისთვის“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძის განცხადებით, მას არ აღელვებს ის ფაქტი, რომ უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვა შესაძლოა, მოუწიოს მოსამართლეებთან: თამარ ალანიასთან და შოთა გეწაძესთან. თადუმაძის განმარტებით, ერთადერთი, რაც მას აღელვებს, მართლმსაჯულების მხრივ არსებული გამოწვევაა. აღნიშნულის შესახებ შალვა თადუმაძემ პარლამენტში განაცხადა, როდესაც დეპუტატმა ეკა ბესელიამ კითხვა დაუსვა.

„მართლა არ გაღელვებთ ის, რომ უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულება უნდა განახორციელოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მეც და თქვენც ერთად მივიჩნევდით, როგორც იმ უკანონო, ძალადობრივი, უსამართლო რეჟიმის შემოქმედებს. მაგალითად, ქალბატონ ალანიას, ბატონ გეწაძეს, არ გაღელვებთ ეს საკითხი?!“, - ჰკითხა ბესელიამ თადუმაძეს.

„ქალბატონო ეკა, მაგ ლოგიკაში როცა თქვენ გააჟღერეთ, რომ ამ კითხვას შალვას დავუსვამო, მგონია, რომ ეს კითხვა მათ ეკუთვნით და მე არ მეკუთვნის. მე არ მაღელვებდა მაშინ, როდესაც მათთან შევდიოდი სასამართლო პროცესზე და არც ახლა მაღელვებს რა შემადგენლობა იქნება. ჩემთვის ისინი მაშინაც იყვნენ მოსამართლეები. რაღაცას ვბედავდი, რაღაცას ვერ ვბედავდი და თქვენც ჩემსავით იცით, რა რესურსს ვიყენებდი. მე არ მაღელვებს, მითუმეტეს, რომ ამ ორ შემთხევაში უპირატესობა ჩემს მხარეს იყო“, - აღნიშნა თადუმაძემ.

ეკა ბესელიას თქმით, დიდი პალატის შემადგენლობაში შესაძლოა, აღმოჩნდნენ საქმეების განხილვისას შოთა გეწაძე და თამარ ალანია, შეუქმნის თუ არა უხერხულობას ის, რომ მართლმსაჯულება ამ მოსამართლეებთან ერთად უნდა განახორციელოს. შალვა თადუმაძის თქმით, პირადად მისთვის დიდი პატივი იქნება შოთა გეწაძესთან ერთად განახორციელოს მართლმსაჯულება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროფესიაში ვარ, მე, ბატონ გეწაძესთან ერთად განვახორციელე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავებას. ჩემთვის დიდი პატივი იყო ბატონ შოთა გეწაძესთან ერთად ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა და მისი კვალიფიციური აზრი, კვალიფიციური წინადადებები და ხედვები ამ პროცესში გამომეყენებინა. მოსამართლეს და ადვოკატს შორის სტატუსის თვალსაზრისით არ მოვრიდებივარ ბატონი შოთა გეწაძის შეფასებას, ვინ, ვინ და თქვენ კარგად იცით ბატონი შოთა გეწაძის შეფასება. მე შევაფასე ის, როგორც შევაფასე, თუმცა ეს მაშინაც არ მიქმნიდა არანაირ უხერხულობას“, - განაცხადა თადუმაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი