Loading...
Close
22 ნოემბერი 2019 05:52
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
'აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე საჰაერო მარშრუტების მცირედი კორექტირება მოხდა, თუმცა სახელმწიფოს ფინანსური ზარალი არ მიადგება'
17 ოქტომბერი 2019 12:32
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე საჰაერო ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, საჰაერო მარშრუტების მცირედი კორექტირება მოხდა, თუმცა სახელმწიფოს ფინანსური ზარალი არ მიადგება.

„აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და მთელი იდეა, 100 წლის წინ მისი სწორედ აბასთუმანში განთავსების არის ის, რომ იქ არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო. ის მაღალი ხარისხით იძლევა იმის საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც მოგვმართა ჩვენ, საჰაერო ადმინისტრაციას, აბასთუმნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება ასე ვთქვათ საჰაერო მარშრუტების და აქ არ არის არანაირად საუბარი საერთაშორისო მარშრუტებზე, დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო, თან იმგვარად, რომ არც ერთი თეთრი არ იკარგება ამითი და არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოს, არც ერთი საერთაშორისო საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან და რასაკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი. ეს არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის საქართველოშიც ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც არის გარკვეული გარეომებები, ეს მცირე, დროებითი ზომები ასე ვთქვათ, დაწესდეს. მე მაგალითად გეტყვით, იგივე კახეთში როდესაც სეტყვის საწინაარმდეგო ტექნიკის გამოყენება ხდება, იქ ვაწესებთ ამას. სხვადასხვა ნავთობტერმინალის თავზე წესდება დროდადრო, ასე რომ, განსაკუთრებული აქ არ არის არაფერი, მთავარი არის ჩვენთვის, რომ ეს უნიკალური სამეცნიერო კერა, ობსერვატორია, განვითარდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ნათია თურნავა - აბასთუმნის ობსერვატორია უნიკალური სამეცნიერო ცენტრია, მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი