Loading...
Close
18 ნოემბერი 2019 00:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ნათია თურნავა - ვერ დავადასტურებ, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენები აღდგა
17 ოქტომბერი 2019 12:07
ვერ დავადასტურებ, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენები აღდგა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიამოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა.

„თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის. რა ფაქტსაც ასახელებთ, ეს გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას. ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ ვიმეორებ ჩვენ მივესალმებით თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„როსავიაციაში“ განმარტავენ, რატომ მისცეს რუსულ ავიაკომპანია S7-ს უფლება, ქუთაისში ფრენები განახორციელოს იმის მიუხედავად, რომ ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა აცნობა, რომ ავიაკომპანიები იღებენ ან აგრძელებენ წვდომას იმისთვის, რომ მაშინვე განახორციელონ ფრენები, როგორც კი ავიამიმოსვლა აღდგება, რაც ნორმალური პრაქტიკაა.

„წვდომა - ეს კომპანიის უფლებაა. როგორც კი საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია „სიბირი“ (იურიდიული დასახელება S7 ) ამ უფლებით სარგებლობას შეძლებს“, - განაცხადეს „როსავიაციაში“.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი