ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თქვენ შეიტყვეთ, რომ მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია. 2017 წლიდან მოყოლებული 6-ჯერ მოხდა ვალდებულებების შესრულების ვადების გაგრძელება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი განმარტებით, ანაკლიის პორტის პროექტი ერთადერთი კომერციული პროექტია, რომლის მნიშვნელობაც საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი.
„ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელიც შეტანილია ქვეყნის კონსტიტუციაში. ეს თავისთავად არის უმაღლესი დასტური იმის, რომ ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტი. მსგავსი პროექტები ყველგან ხორციელდება მთავრობის მხარდაჭერის ფონზე და მთავრობის მხარდაჭერა არის ცალსახა გამოხატული პროექტის მიმართ. აქედან გამომდინარე, იმ მაღალი რეიტინგებიდან გამომდინარე, რომელიც ყოველდღიურად უმჯობესდება, მე ვგულისხმობ საინვესტიო გარემოს, გამომდინარე იქიდან, რაოდენ დიდი მხარდაჭერა გამოხატა მთავრობამ ამ პროექტის მიმართ სიტყვით, საქმით, ფინანსურად, სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ,“ - დასძინა თურნავამ.
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
მამუკა ხაზარაძე - 'ანაკლიის კონსორციუმისთვის' ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა - გუშინ პრაქტიკულად, ინვესტორები გაყარეს!