Loading...
Close
22 ნოემბერი 2019 06:26
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
კახა კალაძე - ალბათ, მამუკა ხაზარაძე ცდილობს შეუსრულებელი ვალდებულებები ტყუილით და ჭორაობით გადაფაროს
16 ოქტომბერი 2019 23:11
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პროგრესბანკის“ აქტივი მთლიანად შეისყიდა - თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არ არსებობს მსოფლიოში ბანკი, რომელსაც პრობლემური აქტივი არ ჰქონდეს, თუმცა, მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ „პროგრესბანკის“ აქტივი მთლიანად იყიდა.

რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას, რომ უცხოურ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტით „პროგრესბანკში“ „კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა” დაფიქსირდა, რამაც, მისივე თქმით, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ეჭვები გააჩინა, კალაძე ამბობს, რომ ასეთი დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი, მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეროვნულმა ბანკმა რაღაც წაშალა. ეროვნული ბანკის განცხადებაც მოვისმინე, რომ არანაირი მსგავსი შინაარსის საბუთი მათ არ გააჩნიათ. თუ „თიბისი ბანკს“ აქვს ასეთი დოკუმენტები უნდა მიაწოდოს ეროვნულ ბანკს და შესაბამის სამსახურებს. არ ვიცი, არსებობს თუ არა ასეთი დოკუმენტი ან რა ტიპის და შინაარსის დოკუმენტია. არ ვიცი, ზოგადად, რა ტრანზაქციაზეა საუბარი, ან რის წაშლაზე. ეროვნულ ბანკს არ გააჩნია არანაირი დასაბუთებები. როდესაც „პროგრესბანკის“ გასხვისება მოხდა, მაშინ არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩენილა, უცებ ვიგებთ 2 წლის თავზე, რომ თითქოს სადღაც რაღაც პრობლემა ჰქონდა. რადგან ეროვნულ ბანკს კითხვის ნიშანი არ გასჩენია, რადგან საბუთი არ არსებობს და მხოლოდ „თიბისი ბანკს“ აქვს, მათ ეს საბუთები უნდა მიაწოდონ ეროვნულ ბანკს და შესაბამის სამსახურებს, რომ გავიგოთ რაზეა საუბარი. ალბათ, მამუკა ხაზარაძე ცდილობს შეუსრულებელი ვალდებულებები ტყუილით და ჭორაობით გადაფაროს.

2011 თუ 2012 წელი იყო, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე, მაშინვე დაიწყო რეპრესიები ჩემს წინააღმდეგ, ჩემს გარემოცვაზე. ერთ-ერთი მიმართულება იყო ბანკის განადგურება. მხოლოდ და მხოლოდ ორ ბანკს ებრძოდნენ - „პროგრესბანკს“ და „ქართუ“ ბანკს. იყო ადამიანების დაშინება, იმის მცდელობები, რომ იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, კრედიტები არ გადაეხადათ. ერთადერთი მიზნით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა წილობრივად, 22% წილის მფლობელი გახდა, იყო ეს მოტივი, რომ ბანკი გადაგვერჩინა. ასეც მოვახერხეთ. 2014 თუ 2015 წელს, მე გავასხვისე ჩემი 78% და ამის შემდეგ მოხდა 2016 წელს მისი შესყიდვა. ეს იყო ასე მარტივად. მამუკა ხაზარაძემ აქტივი მთლიანად შეისყიდა. არ ვიცი, ის რას უწოდებს ჯანმრთელ და არაჯანმრთელ აქტივს. ბანკში არსებობს როგორც ჯანმრთელი, ასევე პრობლემური აქტივები. არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ბანკი, რომელსაც არაჯანსაღი აქტივების პორტფელი არ ჰქონდეს. არ არსებობს ასეთი რაღაც... ვიღაც სესხს ვერ ემსახურება, ვიღაცას პრობლემები აქვს თანხების გადახდასთან დაკავშირებით და ა.შ.“,- განაცხადა კალაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი