Loading...
Close
16 ნოემბერი 2019 02:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ჯანდაცვა
'სახელმწიფომ ბოლომდე უნდა დააფინანსოს ონკოლოგიური დაავადებები' - გიორგი ვაშაძე ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს აფუძნებს
16 ოქტომბერი 2019 20:29
გიორგი ვაშაძე იანვრიდან ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს აფუძნებს. განცხადება სტრატეგია "აღმაშენებლის" იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და "ახალი საქართველოს" ლიდერმა სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში ჯანდაცვის სიტემის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციის დროს გააკეთა.

მისივე განმარტებით, მათ შეისწავლეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პრაქტიკა საერთაშორისო მასშტაბით და აღმოაჩინეს, რომ ამ კუთხით საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

"ცენტრი პირველ რიგში შესთავაზებს სახელმწიფოს კომპლექსურ გეგმას, ადრეული დიაგნოსტიკიდან და რისკ ჯგუფების კვლევიდან დაწყებული, მკურნალობით დამთავრებული, თუ რა სტანდარტები და ხარისხები უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში. გათვლილი გვაქვს თანამშრომლობა ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრთან, ასევე სხვა ქართველ ონკოლოგებთანაც, რომლებიც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ცენტრის მეშვეობით იქნება გარკვეული ცოდნის ბაზა, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკებზე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე ის, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენგანმა ამ დაავადებების პრევენცია, როგორ უნდა გამოვიკვლიოთ, ვართ თუ არა რისკ ჯგუფებში და ასე შემდეგ.

სახელმწიფომ ბოლომდე უნდა აიღოს საქართველოს მოქალაქეებისთვის დაფინანსება ონკოლოგიურ დაავადებებზე, დიაგნოსტიკიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, ხოლო უცხოელებისთვის ეს იქნება ჩვეულებრივად ფასიანი სერვისი. სწორედ ამ გეგმის ლობირება იქნება ჩვენი მთავარი მიზანი, რომლის ფარგლებშიც ჩავატარებთ საერთაშორისო კონფერენციებს საქართველოში და თითოეულ მოქალაქეს გაუმჯობესებულ სერვისს მივაღებინებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი