Loading...
Close
21 ნოემბერი 2019 01:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი - ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს აზარტული თამაშებისგან - არაოფიციალური მონაცემებით, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა
17 ოქტომბერი 2019 15:16
ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშებისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გედევან ფოფხაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მოთამაშეთა საერთო რაოდენობამ საქართველოში, არაოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობას და საზოგადოებას პრობლემის მოსაგვარებლად კანონპროექტების პაკეტს სთავაზობენ. დეპუტატის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე ჩააგდო.

„იმიტომ ჩააგდო, რომ ის იყო დაინტერესებული აღნიშნული ბიზნესიდან შემოსავლებით და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ბიზნესიდან იღებს მოგებას, მჭიდროდ არის დაკავშირებული „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლებთან.

კიდევ ერთ-ერთი საფრთხე, რაც ამ ბიზნესმა შექმნა ქვეყანაში არის ფულის გათეთრების რისკი. დღევანდელი სისტემა იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა ამ კომპანიების სერვისების გამოყენებისას შეძლოს ძალიან დიდი თანხის გათეთრება. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გადავწყვიტეთ უმრავლესობას და საზოგადოებას შევთავაზოთ კანონპროექტის პაკეტი, რომელიც თავის თავში მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. პირველი კომპონენტი არის- რეკლამის აკრძალვა და მისი შეზღუდვა. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავარტყათ ტრენდს, რომ თამაში არის კარგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამაში არის ძალიან ცუდი და სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ ეს ტრენდი ასახოს თამაშის რეკლამის აკრძალვაში", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, 9 თვის წინ ჩაგდებულ კანონპროექტს ხელახლა დაარეგისტრირებენ. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, რეკლამები უნდა აიკრძალოს ყველგან, მათ შორის ტელევიზიასა და ინტერნეტში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი