Loading...
Close
22 ნოემბერი 2019 05:53
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
პროკურატურა - მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები სათანადო მტკიცებულებებს ეფუძნება
16 ოქტომბერი 2019 18:01
გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიწერილ წერილს აქვეყნებს.

პროკურატურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა და მიიჩნია, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა”.

ასევე, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს საჭირო პრედიკატი დანაშაულის - თაღლითობის არსებობას.

უწყება თადუმაძისთვის გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

„ბატონო შალვა, თქვენი თხოვნით ჩამოვაყალიბეთ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ჯგუფი“), რათა პერიოდულად მოგვეწოდებინა ჩვენი წერილობითი მოსაზრება მიმდინარე გარკვეულ გამოძიებებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია შევაფასოთ სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად საჭირო მტკიცებულებების მიზანშეწონილობა და შესაბამისობა.

ახლახან გვთხოვეთ შეგვესწავლა მამუკა ხაზარაძესა და ბადი ჯაფარიძესთან დაკავშირებული სესხების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე შეგროვებული მტკიცებულებები. აღნიშნული სესხები 2007-2008 წლებში გაცემულია სს „თიბისი ბანკი“-ს მიერ ავთანდილ წერეთლის საკუთრებაში არსებული ორი ქართული კომპანიისთვის - შპს „სამგორი M“-ისა და შპს „სამგორი თრეიდისთვის“.

2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა 2008 წელს განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ე.ი. ფულის გათეთრება) 16,664,000 აშშ დოლარის ოდენობით; დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. მოგვიანებით, ბრალი წარედგინა ავთანდილ წერეთელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. ჩვენ პირადად შევხვდით თქვენს თანამშრომლებს თბილისში. გარდა ამისა, გვქონდა დისტანციური საუბრებიც. ჩვენი ანგარიში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს, სრულად ეყრდნობა თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებს და ჩვენს განხილვებს. აღნიშნული ანგარიშის მიზანი არ არის სრულად მიმოიხილოს ამ ან მასთან დაკავშირებული საქმეების ფაქტობრივი გარემოებები. ანგარიშის ავტორები ასევე არ აცხადებენ, რომ ისინი არიან ქართული საპროცესო სამართლისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ექსპერტები.

ჯგუფისთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას და მისი პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა. მტკიცებულებები ცხადყოფს მრავალ დარღვევას, მათ შორის იმ ფაქტს, რომ „თიბისი ბანკი“-სგან თანხების მიღების შემდეგ, შპს „სამგორი M“-მა და შპს „სამგორი თრეიდ“-მა აღნიშნული თანხები უმოკლეს ვადებში გადაურიცხეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სს „თიბისი ბანკში“.

გამოძიების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების ცალ-ცალკე განხილვით, შესაძლოა არ დადგინდეს 2007 და 2008 წლებში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებების არსებობა, მხოლოდ საბანკო სამართლის ტექნიკური დარღვევა. თუმცა, ფაქტები ცალკეულად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენთვის მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს საჭირო პრედიკატი დანაშაულის - თაღლითობის არსებობას.

როგორც ჩვენს სრულ ანგარიშში დეტალურადაა განხილული, რომელიც უფრო სიღრმისეულად აფასებს კანონს, ფაქტებსა და შესაბამის საკითხებს, რასაც ყურადღებას მიაქცევს და შეაფასებს სასამართლო, ჯგუფი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და ამართლებს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის - პოლ კოფი, მოშე ლადორი“, - ნათქვამია მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ თადუმაძისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.




მამუკა ხაზარაძე - 'ანაკლიის კონსორციუმისთვის' ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა - გუშინ პრაქტიკულად, ინვესტორები გაყარეს!




მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი