Loading...
Close
22 ნოემბერი 2019 06:32
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
16 ოქტომბერი 2019 18:45
ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, ერთ-ერთი გამოსავალია, მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი მთავრობის კაბინეტისგან, გადაფრინდეს ინვესტორებთან, გადასცეს მთავრობის სახელით წერილი და დაარწმუნოს ისინი, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ანაკლია, როგორც მას უწოდებენ და ვუწოდებთ, საუკუნის პროექტი, ჩვენი ეროვნული ინტერესების პროექტი თუ გვინდა, რომ გამოვიდეს, მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას, გადავდოთ ყველამ კიდევ ერთხელ გვერდზე ნებისმიერი ამბიცია, და გამოსავალი აქედან არის ერთადერთი: მან უნდა აღიაროს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო არის გაუარესებული, არა თუ გაუარესებული, ციფრებით თუ შევხედავთ, საქართველოში საგარეო ინვესტიციების 54%-იანი ვარდნაა წლევანდელ წელს. შესაბამისად, დასკვნა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და მთავრობამ, რომ მას საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები არ და ვერ ენდობიან. რა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში? ერთ-ერთი გამოსავალია, რომ მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი მთავრობის კაბინეტისგან, დაიწეროს სერიოზული წერილი, ჩაჯდეს თვითმფრინავში, გადაფრინდეს ლონდონში, იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ, გადაფრინდეს ნიუ-იორკში მეორე კომპანიასთან, რომელიც ასევე ჩვენ შემოვიყვანეთ და რომელსაც ვერ აღირსეს ვერანაირი კომფორტის წერილი, რომ მათ მიესალმებიან საქართველოში, შეხვდეს მათ ხელმძღვანელობას, რასაც ორგანიზებას ჩვენ გავუკეთებთ, გაიაროს ჰოლანდიასა და გერმანიაში ორ ინვესტორ ბანკთან, რომელიც ასევე მზად იყო ჯერ კიდევ იანვარში, ფული ჩაედო ანაკლიაში და იანვარშივე დაგვეხურა ფინანსურად ეს პროექტი, გადასცეს ოფიციალურად, მთავრობის სახელით ეს წერილი, დაარწმუნონ ისინი, რომ სახელმწიფო მზად არის და ელოდება მათ საქართველოში და კონკრეტულად ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად. ეს იქნება ზუსტი, მკაფიო გამოხატულება მათი, მთავრობის, სახელმწიფოს პოზიციისა და ამითაა ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ეს პროექტი გაჩერებას.

ნებისმიერი სხვა განცხადება, რომელიც ჩვენ გვესმის სხვადასხვა ტრიბუნიდან, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიას და ამავე დროს, საბოტაჟს უკეთებენ მას, იქნება მიღებული, როგორც მორიგი ცრუ დაპირება და მიზეზის ძებნა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომპანიამ ჩამოიყვანა და მზადყოფნაში ჰყავს არა ორი, არამედ რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც მზად არის, განახორციელოს და დაამთავროს ანაკლიის პროექტი. ბანკებთან დარჩენილი იყო ერთი საკითხი და ესეც მინდა განვმარტო, რომ ის ნარატივი, რომელიც მათ მოიგონეს, თითქოსდა გადასახადის გადამხდელთა ფულით ხდებოდა და ხდება ანაკლიაზე სახელმწიფოს მხრიდან რაღაც გარანტიების გაცემა, არის ტყუილი, ესეც მათი მოგონილია. თუ წაიკითხავთ იმ შემოთავაზებას ან თუნდაც ახალ შემოთავაზებას, მსგავსი იქ არაფერი ეწერა. შესაბამისად, ვიმეორებ, გამოსავალი არის ეს - მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია სახელმწიფოს, მინისტრთა კაბინეტის, ხელმოწერილი, წარმომადგენლის მხრიდან, ეს იქნება მინისტრი თუ ნებისმიერი სხვა. არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თუ ბილეთის პრობლემაა, ჩვენ გავუკეთებთ ამის ორგანიზებას, მათ გადაფრენას და შემდგომ მათ ჩამოყვანას საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



მამუკა ხაზარაძე - 'ანაკლიის კონსორციუმისთვის' ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა - გუშინ პრაქტიკულად, ინვესტორები გაყარეს!




ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!




პროკურატურა - მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები სათანადო მტკიცებულებებს ეფუძნება


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი