Loading...
Close
22 ნოემბერი 2019 06:25
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა, როგორითაც დღეს თვითონ მოქმედებს
14 ოქტომბერი 2019 16:53
მართლაც სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა, როგორითაც დღეს თვითონ მოქმედებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტს გამოეხმაურა.

„ივანიშვილის და პრორუსული ძალების ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოცილება არის ეროვნული ამოცანა. ამისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, ოღონდ ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ ოპოზიციის ცენტრში და სხვებს ჩვენი მხარდაჭერა მოუწიოთ, მათ შორის, სააკაშვილის გუნდს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დევნა არ მოხდება, გიგა ბოკერია განმარტავს, რომ ამ საკითხთან მიმართებით თვითონ „ევროპული საქართველოს“ შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობაა.

„ჩემს გადასაწყვეტზე კი არ არის ლაპარაკი, ეს არის ხედვა, რომელიც აქვს „ევროპულ საქართველოს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენი პარტიის შიგნითაც დისკუსიაა ამაზე, ეს იმდენად მნიშვნელოვანი და რთული საკითხია. ჩვენი პოზიციაა, რომ სანამ არ გვექნება სამართლიანი სასამართლო, ივანიშვილის სასამართლოთი და ივანიშვილის პროკურატურით პოლიტიკური ოპონენტები არ უნდა გაასამართლო, ხოლო, სამართლიანი სასამართლოს აშენებას და ტრადიციის შექმნას დრო სჭირდება. მხოლოდ ამის თქმა მსურდა. ეს არგუმენტები ჰქონდათ იმ ქვეყნებს, რომლებმაც მაგალითად, კომუნისტური რეჟიმის შეცვლის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგალითად, პოლონეთმა. რაღაც მომენტში, ერთ წრეზე ტრიალს წერტილი უნდა დაუსვათ. ამას სჭირდება სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციის შექმნა, რაც მარტივი არ არის, მაგრამ ეს ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ. დაუსჯელობა კი არ არის ამოცანა, დაუსჯელობა ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ხალხის მასობრივად დასჯა, იმ სისტემაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, დიდი პრობლემაა.

ხაზს ვუსვამ, ჩვენი პარტიის შიგნითაც ამ თემაზე სერიოზული დისკუსია გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ლეგიტიმური კამათია, სააკაშვილის სხვა სულელური განცხადებებისგან განსხვავებით, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ჯერ პრიორიტეტია დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციის შექმნა. ამის გარეშე ნებისმიერი დევნა, მათ შორის, იმ ხალხის რომელზეც, ჩემი აზრით, ყველამ იცის: ფარცხალაძე, გახარია, ივანიშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დამთავრდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნით, თუ არ გაქვს სასამართლო, რომელიც მათ უფლებებს იცავს.

ჩვენი ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება ყველაზე მძიმე დანაშაულებებს: მკვლელობას ან წამებას. ვერ შეეხება, თუ ვინმეს ქონება წაართვეს, მაგრამ მთავრობა არ შეიძლება მასობრივად დევნიდეს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც იქამდე ხელისუფლებაში იყვნენ, როცა სამართლიანი სასამართლო არ გაქვს. ამიტომ, მიიღო პოლონეთმა თავის დროზე ისეთი მძიმე რეჟიმის პირობებშიც კი, როგორიც კომუნისტური რეჟიმი იყო, ეს გადაწყვეტილება. ივანიშვილის რეჟიმზე ჩემი აზრი ყველამ იცით, მაგრამ კომუნისტურ და ფაშისტურ რეჟიმს მე მათ არ ვადარებ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველო“ გააკრიტიკა და „ფეისბუქზე“ სტატუსი დაწერა: "გამარჯვება „ქოცებზე“ და „ევრო- ქოცებზე“ მალე საქართველოში".

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დავით ბაქრაძე - სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საფუძვლიანი კრიტიკის საპასუხოდ ისევ ტალახის სროლა გვესმის
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი