Loading...
Close
19 ნოემბერი 2019 01:23
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მსოფლიო
დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს 'ბრექსითის' გადავადების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
23 ოქტომბერი 2019 09:43
ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას „ბრექსითის“ გადავადების შესახებ.

ტუსკი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს „ბრექსითის“ გადავადების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ამ მიზნით წერილობითი პროცედურის შეთავაზებას აპირებს.

„ბორის ჯონსონის გადაწყვეტილების შემდეგ შეეჩერებინა გასვლის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი, ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას „ბრექსითის“ გადავადების შესახებ, რათა თავიდან ავიცილთ შეთანხმების გარეშე „ბრექსითი,“- წერს ტუსკი.

20 ოქტომბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა, მისთვის ხელი არ მოუწერია. გადავადების შესახებ მოთხოვნის გაგზავნას პრემიერ-მინისტრს კანონმდებლობა ავალდებულებდა მას შემდეგ, რაც 19 ოქტომბერს თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს ხელმოწერილი წერილიც მისწერა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ბრექსითის“ გადავადება დიდი შეცდომა იქნებოდა.

გამოცემა BBC-ს სანდო წყარომ განუცხადა, რომ თუ ევროკავშირი „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭერს მხარს, პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: BBC - თუ ევროკავშირი 'ბრექსითის' გადავადებას დაუჭერს მხარს, ბორის ჯონსონი საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი