Loading...
Close
19 ნოემბერი 2019 01:17
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მსოფლიო
BBC - თუ ევროკავშირი 'ბრექსითის' გადავადებას დაუჭერს მხარს, ბორის ჯონსონი საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს
23 ოქტომბერი 2019 09:01
თუ ევროკავშირი „ბრექსითის“ იანვრამდე გადავადებას დაუჭერს მხარს, პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს, - ამის შესახებ BBC სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს ცნობით, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი არ დაუჭირა ბორის ჯონსონის „ბრექსითის“ კანონპროექტის რატიფიცირებისთვის გათვალისწინებულ სამდღიან ვადას, პრემიერ მინისტრმა აღნიშნული კანონპროექტი „დააპაუზა“ ახლა კი ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ, დაუჭირონ თუ არა მხარი „ბრექსითის“ გადავადებას და რა ვადით.

„თუკი პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ გადავადებას ბრიუსელი მხარს დაუჭერს, მაშინ ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას დარჩება, არჩევნები და ამ პარლამენტის დაშლაა,“- განუცხადა წყარომ BBC-ს.

გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ „ბრექსითის“ განხორციელებაზე პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კანონპროექტს მხარი დაუჭირა თუმცა, კანონპროექტის რატიფიცირებისთვის გათვალისწინებულ სამდღიან ვადას კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს.

20 ოქტომბერს ბორის ჯონსონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა, მისთვის ხელი არ მოუწერია. გადავადების შესახებ მოთხოვნის გაგზავნას პრემიერ-მინისტრს კანონმდებლობა ავალდებულებდა მას შემდეგ, რაც 19 ოქტომბერს თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს ხელმოწერილი წერილიც მისწერა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ბრექსითის“ გადავადება დიდი შეცდომა იქნებოდა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს 'ბრექსითის' გადავადების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი