Loading...
Close
16 ნოემბერი 2019 02:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
პროკურატურის თანამშრომელი სალომე ადეიშვილი უწყების ხელმძღვანელებს მწვავე ბრალდებებს უყენებს და პოსტს ტოვებს 
22 ოქტომბერი 2019 21:50
საქართველოს პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და უწყების ხელმძღვანელებს მძიმე ბრალდებები წაუყენა. ის ასევე, უწყებიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს.

„იმიტომ, რომ 4-5 წლის მერე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებ და ვეღარ ვითარდები;

იმიტომ, რომ „პატრონის“ და „ჩალიჩის “ გარეშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით);

იმიტომ, რომ ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს (ახლა მითუმეტეს);

იმიტომ, რომ 7-ზე თუ მიდიხარ უსაქმური ხარ, თუმცა ღამის 3-ზე გასვლაც პრობლემაა - ესე იგი ოფიციალურად დადგენილ დროში ვერ ასწრებ მუშაობას და უუნარო ხარ (იხ. იმღერეთ „ჭრელო პეპელა“);

იმიტომ, რომ დიდ დატვირთვას გაუძელი და ვადები არ გაგივიდა? ესე იგი ათმაგს გაუძლებ;

იმიტომ, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და სხვა ოჯახი (თუნდაც ბიოლოგიური) არ არსებობს;

იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება ვის დაუკავშირო, ვის ემეგობრო და რა დოზით, ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმო. სისტემა არ უნდა შეარცხვინო;

იმიტომ, რომ დრესკოდი უნდა დაიცვა, მაგრამ ვინც ამ დაცვას გიკონტროლებს მათზე წესები არ მოქმედებს;

იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ;

იმიტომ, რომ ყოველი თვის ბოლოს „ღმერთი“ თავის სტატისტიკას ითვლის და რა მნიშვნელობა აქვს “შესაწირი“ ვარგისია თუ არა;

იმიტომ, რომ იქიდან იმან დაგვირეკა, და გვთხოვა/დაგვავალა სამართლებრივი აბსურდი. არ შეასრულებ? შენზე ცუდად აისახება და როცა საჭირო იქნება გაგიხსენებენ. შეასრულებ? წლების მერე სხვა ხელმძღვანელობა ამოგიქექავს რა უკანონობაზეც გაქვს ხელი მოწერილი და შენზე მაინც ცუდად აისახება;

იმიტომ, რომ რიგითები დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებაზე საკუთარი კისრით ვაგებთ პასუხს. ჩვენს აი იმ გადაწყვეტილებაზე წეღან რომ დარეკეს და დაგვავალეს;

იმიტომ, რომ გახმაურებულ საქმეებზე ჟურნალისტებთან გამოსაჩენი არ ხარ, რადგან ამოღამებული თვალები და უძილობით ანგრეული სახე გაქვს სწორედ იმ გახმაურებული საქმის გამო. სამაგიეროდ, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყოველთვის მოიძებნება ნაშის ვიდიანი თანამშრომელი, რომელიც საჯაროდ ისაუბრებს იმ საქმეზე, რომელსაც არ იცნობს. შენი ოფლით და ნერვების დაგლეჯით დაყენებული შედეგის გამო საყოველთაო აღიარებას ის მიიღებს;

იმიტომ, რომ შენი საქმე სიგიჟემდე გიყვარს, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რომ წასვლა გაიძულონ;

იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალია. მსგავს საქმეებზე უპატრონოს პატიმრობას ითხოვ და პატრონიანს განრიდებას უფორმებ;

იმიტომ, რომ ტრენინგებზე და შეხვედრებზე სიტყვებს ვარახუნებთ და რეალობაში რა როგორ კეთდება არავინ იცის რიგითის გარდა;

იმიტომ, რომ სისტემას საკუთარი თანამშრომლის ზიზღი აქვს და ჩასაფრებულია, არიქა, ფეხი გადაუბრუნდესო;

იმიტომ, რომ სპეციალიზაცი(ებ)ის გამო ლამის ყველა საქმე შენია, მაგრამ სამართლიან გადანაწილებაზე არავინ ფიქრობს;

იმიტომ, რომ ზოგი სამართლებრივ საკითხებზე იჭეჭყავს ტვინს და ზოგი იმაზე ხელფასით ოქროს ნივთები იყიდოს თუ ვერცხლის, რომელი ფეხსაცმელი ჯობია, როგორი მაკიაჟი გაიკეთოს და ვინაა გოიმი. ხო, ხელფასი ერთი და იგივეა;

იმიტომ, რომ ერთხელაც არავის მოაფიქრდება უბრალო სიტყვიერი მადლობა გითხრას იმ თავდადებისთვის და სიყვარულისთვის, რასაც საქმისადმი იჩენ. აქ სისტემისადმი „თავდადება“ ფასდება;

იმიტომ, რომ თმის ფერის ცვლილებით, რატომღაც შენი პროფესიონალიზმი ქვეითდება. მეცნიერებმა დაადგინეს;

იმიტომ, რომ არ დასჭირდეთ, თორემ საქმეში გამომძიებლის შეცდომა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მოწმის „გადაბრუნება“, მტკიცებულებების ბუნებრივი არარსებობა, გლობალური დათბობა, ორივე მსოფლიო ომი, სამოთხიდან ადამიანების გამოდევნა შენი ბრალია;

იმიტომ, რომ წლების განმავლობაში განუწყვეტელ უძილობას, სტრესს, ლანძღვა-გინებას, წყევლას, მუქარას, ვადებზე ნერვიულობას, უჭმელობას, შეურაცხყოფას, დამცირებას, შენი ქვემდგომი სისტემის ჭკუაზე სიარულს, უსამართლობას, უუნარობას, როგორ ვერ უძლებ! რატომ ითხოვ ადამიანურ პირობებს? რატომ ითხოვ თანაბარ გადანაწილებას? რატომ ითხოვ კადრის დამატებას? თქვენ ხომ ისედაც საქმე არ გაქვთ!;

იმიტომ, რომ სხვაგან გადასვლა თუ გინდა, ჩუმად უნდა მოაგვარო, თუ არა და დაგბლოკავენ;

იმიტომ, რომ უსამართლობას აპროტესტებ? არ მოგწონს? დაწერე განცხადება და წადი!

იმიტომ, რომ რაც გაძლებინებს ის რამდენიმე ადამიანია ვინც აქ იპოვე. ქვეყნის განუვითარებელი ეკონომიკის შენნაირი მსხვერპლი, წასასვლელი რომ არ აქვთ. იმიტომ, რომ მათ იმედი და მაგალითი უნდა მისცე! ჭაობიდან ამოსვლა შესაძლებელია!

P.S. არადა კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა და დიპლომ(ებ)ი მაქვს“, - წერს სალომე ადეიშვილი.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სალომე ადეიშვილი 15 ოქტომბრის შემდეგ აღარ მუშაობს უწყებაში. უწყების ცნობით, ის 2013 წლის აპრილიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მუშაობდა პროკურატურაში და სამსახური დატოვა საკუთარი განცხადების საფუძველზე.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი