Loading...
Close
19 ნოემბერი 2019 01:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - ასეთი სახის უპრეცედენტო, მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორობის ისტორიაში არ გვქონია
23 ოქტომბერი 2019 12:11
ასეთი სახის უპრეცედენტო, მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორობის ისტორიაში და საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დაამტკიცების საკითხს.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მიმართ ამ მართლაც უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტის მიღებისთვის. მე მხედველობაში მაქვს წარმომადგენლობითი პალატის მხრიდან ერთხმად დამტკიცება. რა თქმა უნდა, ამ აქტმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები სენატში. შემდეგ უკვე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, ძალაში შევა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი უაღესად დახუნძლულია მრავალი სერიოზული საკითხით და ამ დროს, აშშ-ს მხრიდან ამ სახის მაღალი დოკუმენტის მიღება ხდება საქართველოსთან მიმართებით, ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ზალკალიანის განმარტებით, ასევე ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საკითხს ამერიკის პოლიტიკურ დღის წერიგში უაღრესად მოწინავე პოზიციები უკავია.

„დოკუმენტი ყოვლისმომცველია. ის განსაზღვრავს ჩვენს თანამშრომლობას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელიც უპრეცედენტოა, უკვე გვაქვს და აუცილებელია ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ურთიერთობის დონე ეკონომიკურ და ვაჭრობის სფეროში იყოს თანასწორი იმ ურთიერთობისა, რომელიც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თავად ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის მიღებას წინ უძღოდა 28 კონგრესმენის ერთობლივი მიმართვა აშშ-ს შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ. მიმართვაში სწორედ ამ საკითხზეა ფოკუსირება და იმაზე, რომ საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიცია გვჭირდება და ამერიკის მონაწილეობა გვჭირდება ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დოკუმენტი, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის მხრივ კარგი საშუალებაა ურთიერთობის გაღრმავებისთვის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ამ დოკუმენტში ასევე არის მინიშნება და ბმა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან მიმართებაში და შესაძლო სანქციების დაწესებაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ სიაში არიან შეყვანილები.

„ის ავალდებულებს ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას, მუშაობა დაიწყოს შემზღუდავი ზომების მიღებასთან დაკავშირებით და ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, ის ხელშესახებ შედეგს მოიტანს. ასევე მოწოდებაა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, პატივი სცეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი